შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ზაზა გახელაძისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადადგმული კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯია.

"სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძეს უკანონო პატიმრობა გაუხანგრძლივა. ჩვენ ყველა არსებულ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უპირობოდ გათავისუფლდნენ", — განაცხადა ახვლედიანმა.

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს უკანონო წინასწარი პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივდა.

გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

გაიგეთ მეტი: