"ჩემი ხმა არაფერს ცვლის" — 10 შემთხვევა, როცა არჩევნების შედეგი 1-მა ხმამ გადაწყვიტა
ფოტო: Hugo van den Doel / Dribbble
"რატომ უნდა წავიდე არჩევნებზე?" — შეკითხვის პასუხად უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, თუმცა ამ სტატიაში უფრო გავრცელებულ პესიმისტურ ნარატივს შევეხებით — "ჩემი ხმა მაინც არაფერს ცვლის". ნურას უკაცრავად! ფრაზა "ყოველი ხმა მნიშვნელოვანია" მხოლოდ წინასაარჩევნო მოწოდება არაა და ბუტაფორულ მნიშვნელობას არ ატარებს.
საქართველოში არაერთი მიზეზი გვაქვს არჩევნებზე მისასვლელად და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მოსახდელად, თუმცა ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენი ხმა ცვლის. ცვლის იმ რეალობას, სადაც ვცხოვრობთ, ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას და მომავალს. სხვა თუ არაფერი, თომას ჯეფერსონის პრეზიდენტობა სწორედ ერთმა ხმამ გადაწყვიტა, თუმცა ქვემოთ კიდევ 10 შემთხვევას წარმოგიდგენთ, როცა რიგითი ამომრჩეველი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ სწორედ მისი ხმა აღმოჩნდებოდა გადამწყვეტი.
1. ვირჯინიის დელეგატთა პალატის 2017 წლის არჩევნები
შელი საიმონდსი, რომელიც თავისი იღბლიანობით მეტად კმაყოფილია.
ფოტო: Rob Ostermaier / The Virginian-Pilot / Associated Press
2017 წლის 19 დეკემბერს, სამშაბათს, დემოკრატიული პარტიის წევრმა შელი საიმონდსმა ვირჯინიის დელეგატთა პალატაში ადგილი კონკურენტზე მხოლოდ ერთით მეტი ხმით მოიპოვა. თუმცა მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საიმონდსს სკამის რესპუბლიკელი ოპონენტისთვის დათმობა მოუწია.
2. 1910 წლის არჩევნები ნიუ-იორკის 36-ე საკონგრესო უბანზე
ჩარლზ სმითი და დე ალვა ალექსანდერი.
ფოტო: Library of Congres
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნები უფრო ხშირად იმართება (ორ წელიწადში ერთხელ) და უფრო მეტი რაოდენობის ადგილით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფედერალური არჩევადი ორგანოსი ქვეყანაში. შესაბამისად, განსაკუთრებით ნიშანდობლივია, როცა ასეთ შემთხვევაში შედეგს ერთი ხმა წყვეტს.
1910 წელს, ბუფალოში, ნიუ-იორკის საკონგრესო უბანზე, დემოკრატმა ჩარლზ ბ. სმითმა თანამდებობაზე მყოფი დე ალვა ალექსანდერი მხოლოდ ერთი ხმით დაამარცხა — მან 20 685 ხმა მიიღო, ალექსანდერმა კი — 20 684.
3. 1910 წლის არჩევნები ექსეტერის ოლქზე, გაერთიანებულ სამეფოში
ჰეროლდ სენტ მორი და ჰენრი დიუკი.
ფოტო: Illustrated London News / National Portrait Gallery
გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებშიც მხოლოდ ერთხელ იყო ისეთი შემთხვევა, როცა ერთი ამომრჩევლის ხმამ გადაწყვიტა შედეგი და ისიც 1910 წელს, როდესაც კონსერვატორმა ჰენრი დიუკმა ლიბერალური პარტიის წევრი ჰეროლდ სენტ მორი სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის ქალაქ ექსეტერის ოლქზე დაამარცხა. სენტ მორი თავდაპირველი შედეგებით, არჩევნების გამარჯვებული იყო, თუმცა ამომრჩევლების პეტიციის და სხვადასხვა ცვლილების შემდეგ დიუკმა თემთა პალატაში ადგილი ხმათა რაოდენობაში უმცირესი სხვაობით მოიპოვა — 4 777 ხმა 4 776-ის წინააღმდეგ.
4. მასაჩუსეტსის 1839 წლის საგუბერნატორო არჩევნები
მარკუს "მეწყერ" მორტონი.
ფოტო: Wikimedia
დემოკრატიული პარტიის წევრმა ირონიული მეტსახელით — "მეწყერი" — მარკუს მორტონმა 1839 წლის მასაჩუსეტსის საგუბერნატორო არჩევნებში გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთი ხმით შეძლო. მან 102 066 ამომრჩევლიდან 51 035 ხმა მოიპოვა და თავიდან აიცილა გადაწყვეტილების მინდობა მმართველის პარტიის მიერ კონტროლირებადი საკანონმდებლო ორგანოსთვის, სადაც იგი დამარცხებისთვის იქნებოდა განწირული. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წელს იგი არჩევნებში მაინც დამარცხდა (იმ პერიოდში მასაჩუსეტსის საგუბერნატორო არჩევნები ყოველწლიურად ტარდებოდა), თანამდებობას კვლავ დაუბრუნდა 1842 წელს, როცა ხმათა უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო და მორტონის ბედი ისევ ერთმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა.
5. რაჯასტანის ასამბლეის 2008 წლის არჩევნები
ს. პ. ჯოში, რომელსაც ყველაზე მეტად ოჯახმა გაუცრუა იმედი.
ფოტო: PTI
2008 წელს, ინდოელი პოლიტიკოსის, სახელად ს. პ. ჯოშის, ბედის ბორბალი უკუღმა მხოლოდ ერთმა ხმამ დაატრიალა, როცა ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შტატ რაჯასტანის ასამბლეის არჩევნების ფინალში ოპონენტმა სინხ ჩოუჰანმა 62 216 ხმა მიიღო, ჯოშიმ კი მხოლოდ 62 215. გავრცელებული ცნობით, არჩევნებზე ჯოშის ცოლი, დედა და მძღოლი არ მისულან. სამაგიეროდ, ჩოუჰანის ცოლს არ დაზარებია ქმრის მხარდასაჭერად საარჩევნო უბანზე მისვლა.
6. 1961 წლის საყოველთაო არჩევნები ზანზიბარში
1961 წლის არჩევნები ზანზიბარში.
ფოტო: Reuters / British Pathé
ზანზიბარის 1961 წლის არჩევნები იმ დროისთვის გინესის წიგნშიც კი მოხვდა, როგორც ყველაზე მინიმალური სხვაობის შედეგის მქონე არჩევნები. 1961 წლის იანვარში, ხმის მიცემის დღეს აფროშირაზულმა პარტიამ 22 ადგილიდან 10 დაიმსახურა, მეორე ადგილზე მყოფმა ნაციონალისტურმა პარტიამ — 9. მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთ რაიონში აფროშირაზულმა პარტიამ 1 538 ხმა მიიღო, ნაციონალისტურმა ძალამ კი 1 537 ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.
7. კარინტიის საკანონმდებლო ორგანოს 2013 წლის არჩევნები
თუ საარჩევნო კაბინა დიდი ხნის განმავლობაშია დაკავებული, ამომრჩეველი, სავარაუდოდ, ნახატის დასრულებას ცდილობს.
ფოტო: BIZOO_N / ISTOCK
რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, 2013 წელს, ავსტრიის პროვინცია კარინტიის არჩევნების შედეგები იმ ბიულეტენმა გადაწყვიტა, რომელზეც პენისი ეხატა. ბიულეტენზე ორი სვეტი იყო — ერთი კანდიდატების რეიტინგის დასალაგებლად, მეორე კი ხმის დასაფიქსირებლად. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეიტინგის გრაფაში პენისი დახატა, ხმის დასაფიქსირებელ ნაწილში კი "თოლიის ნიშანი". სასქესო ორგანო მწვანეთა პარტიის გასწვრივ გრაფაში ეხატა, შესაბამისად, მათ ხმა ჩაეთვალათ. შემდგომში თავიდან აიცილეს "ფრე" პარტია ავსტრიის მომავლის ალიანსთან და საბოლოოდ, საკანომდებლო ორგანოში ადგილიც მიიღეს.
8. ირლანდიის 2002 წლის საყოველთაო არჩევნები
ახლა კი შეუძლიათ ნევილს და ფინაკეინს, გულიანად იცინონ, თუმცა ერთ-ერთი მათგანს სასაცილოდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე 2002 წელს.
ფოტო: Limerick Leader
მესამე ვადისთვის მოქმედი პარლამენტარები, დენ ნევილი და მისი კოლეგა, მაიკლ ფინაკეინი, იბრძოდნენ. თავდაპირველი შედეგებით ნევილმა გამარჯვება დამაჯერებელი უპირატესობით მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით ფინაკეინმა ხმების თავიდან დათვლა მოითხოვა. როცა იგი მიხვდა, რომ ამ შემთხვევაში სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ხმის ხელახალი დათვლის პროცესი შეაჩერა და ამგვარად ნევილმა მხოლოდ ერთი ხმით მეტით მიიღო.
"შედეგებით კმაყოფილი ვარ და ვაღიარებ. ეს დემოკრატიაა და დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრი ადამიანი ნანობს, რომ არ მოვიდა არჩევნებზე და მხარი არ დამიჭირა", — განაცხადა ფინაკეინმა ბოლოს.
9. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 1822 წლის არჩევნები ნიუ-იორკის 29-ე უბანზე
ინგლისელი ფერმწერის, უილიამ ბერტლეტის (1809-1854), ნამუშევარი — კაპიტოლიუმი.
ფოტო: Public Domain
არჩევნების შედეგები თავდაპირველად საპირისპიროზე მიუთითებდა — აიზეკ უილსონს 2 093 ხმა ჰქონდა მიღებული, პარმენიო ადამსს კი — 2 077. ხელმეორე დათვლის შედეგად სიტუაცია შეიცვალა და კონკურენტებს ადგილების გაცვლა მოუწიათ: ამჯერად ადამსმა 2 072 ხმა მიიღო, მოწინააღმდეგე მხოლოდ ერთქულიანი სხვაობით დაამარცხა და თანამდებობის დაკავება შეძლო.
10. ვაშინგტონის წარმომადგენელთა პალატის არჩევნები 2002 წელს 26-ე უბანზე
მთავარია, ბიულეტენის ყუთში მოთავსება არ დაგავიწყდეთ.
ფოტო: Element5 Digital / Unsplash
მრავალწლიანი მეგობრობა ზოგჯერ, შესაძლოა, ისეთმა, ერთი შეხედვით, უწყინარმა ქმედებამ დაარღვიოს, როგორიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დავიწყებაა.
2002 წლის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ვაშინგტონის 26-ე უბანზე ედ მიჩელმა კევინ ენცე მხოლოდ ერთი ხმით დაამარცხა — 5 870 ხმა 5 869-ის წინააღმდეგ. შედეგების გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ენცეს ერთ-ერთმა მეგობარმა ბიულეტენი არ გაგზავნა.
"თავისი ბიულეტენი სამზარეულოს განჯინაზე დატოვა და არ გაუგზავნია", — აღიარა ენცემ და ხასიათწაშლილმა გაიფიქრა, ცუდ მეგობარს კარგი მტერი გერჩიოსო.
ბონუსი: აშშ-ის 1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
ჯონ კენედი და რიჩარდ ნიქსონი ხელს ართმევენ ერთმანეთს სატელევიზიო დებატებამდე, 1960 წელი.
ფოტო: Bettmann Archive / Getty Images
ჯონ კენედის ერთი ხმით ნამდვილად არ მოუგია, თუმცა სხვაობა მაინც ძალიან მცირე იყო — კენედიმ ხმების 49,7 პროცენტი მიიღო, მისმა მეტოქემ რესპუბლიკური პარტიიდან, რიჩარდ ნიქსონმა კი — 49,6 პროცენტი.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა

კომენტარები