გურო იმნაძის თქმით, მედიისთვის სასამართლო დარბაზების დახურვა უსამართლობისთვის ნასროლი კიდევ ერთი აგურია
იურისტი გურო იმნაძე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მედიას სასამართლოში ფოტო და ვიდეოგადაღება აეკრძალა. მისი თქმით, ეს ცვლილება უსამართლოა და ამგვარი ნაბიჯი ვერ ჩაითვლება "საქართველოს სახელით" მიღებულ გადაწყვეტილებად.
იურისტი წერს, რომ "სასამართლო დარბაზების დახურვა მოკლევადიან პერსპექტივაში კი აადვილებს უსამართლო მართლმსაჯულების ადმინისტრირებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ამ უსამართლობისთვის ნასროლი კიდევ ერთი აგურია".
"სასამართლოს შენობაში ვიდეოგადაღების აკრძალვაზე:
დავიწყოთ იმით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღება "საქართველოს სახელით". ამ სიმბოლურ დასათაურებაში ის შინაარსიც იკითხება, რომ მართლმსაჯულება ყველასია (უფრო სწორად, ყველასი უნდა იყოს), ხოლო მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მის შინაარს, ნდობას უცხადებს ფართო საზოგადოება.
სხვა შემთხვევაში, "საქართველოს სახელით" მიღებული გადაწყვეტილება ჯერ ბუტაფორიულ მნიშვნელობას იძენს, მერე კი აქეთ ხდება თვითნებობის სიმბოლო, რადგან არ შეიძლება, საზოგადოების სახელით მოქმედებაზე ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, თუ მას მინიმალური საზოგადოებრივი ნდობაც კი არ გააჩნია.
იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ სასამართლოს უბრალოდ არ აქვს დამოუკიდებლობის და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ისტორია, ღიაობა და ანგარიშვალდებულება ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი უნდა იყოს არსებული უნდობლობის გასაფანტავად. ამიტომ არ გამოდგება სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე მითითება, რომ თურმე რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოშიც არსებობს ვიდეო-გადაღებაზე შეზღუდვები. იმ რომელიღაცა დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლოს ტოტალური მორჩილების გამოცდილება, იქ უდიპლომო, ლოიალისტი ადამიანები არ ინიშნებიან მოსამართლეებად და იქ მთელი სასამართლო კორპუსი იმით არ ამაყობს, რომ კოლექტიური მურუსიძეა.
დახურული კონკურსის შედეგად თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლეების მიერ, დახურულ დარბაზებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ასევე დახურულია და მათი წაკითხვის უფლება არ გვაქვს, ვერანაირად ვერ ჩაითვლება "საქართველოს სახელით" მიღებულ გადაწყვეტილებად. ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლებელია ამბიცია ჰქონდეს, რომ ის სავალდებულოდ შესასრულებელია.
ასე რომ, სასამართლო დარბაზების დახურვა მოკლევადიან პერსპექტივაში კი აადვილებს უსამართლო მართლმსაჯულების ადმინისტრირებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ამ უსამართლობისთვის ნასროლი კიდევ ერთი აგურია, რადგან ყველამ ვიცით, ამ გადაწყვეტილების მიზანი რაც არის.
P.S. უდიდესი მადლობა ყველა იმ ჟურნალისტს და სამოქალაქო აქტივისტს, ვინც დღემდე დიდი ნერვების და ჯაფის ფასად აშუქებდა სასამართლოებში მიმდინარე საქმეებს. მჯერა, რომ ამ შეზღუდვების მიუხედავად, კიდევ მოიძებნება ფორმები, რომლითაც საზოგადოებას მოვუყვებით სასამართლო დარბაზებში მიმდინარე ამბებზე. დღეს ამაზე მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე ძალიან ცოტაა," — წერს გურო იმნაძე საკუთარ სოციალურ ქსელში.
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
კომენტარები