აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში რეკორდულად მასშტაბური პრაიდი გაიმართა
ფოტო: Rudolf Karancsi / AP Photo
უნგრეთში პრაიდის მსვლელობის კანონმდებლობით აკრძალვის მიუხედავად, ქვეყნის დედაქალაქში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა ფერად ღონისძიებაზე დასასწრებად. ბუდაპეშტი პრაიდის ორგანიზატორების ცნობით, მსვლელობაში რეკორდული რაოდენობის, 200 ათასამდე, ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
წელს ბუდაპეშტი პრაიდის 30 წლის იუბილე აღინიშნება და ორგანიზატორები ელოდებოდნენ კიდეც, რომ მასშტაბური რაოდენობის მონაწილე ეყოლებოდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვეყნის ღიად პრორუსმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ამოიღო ლგბტქ უფლებები სამიზნეში, მსვლელობაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა უფრო გაიზარდა.
"გამოვედით, იმიტომ, რომ [პრაიდის] აკრძალვას შეეცადნენ", — აღნიშნავს ტიმი, მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ბარსელონიდან საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის დაბრუნებულ შვილთან ერთად დაესწრო პრაიდს.
პრაიდის მსვლელობაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ოპოზიციონერმა და სხვა ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსებმა. დემონსტრაციაზე გამოსული ადამიანების ნაწილი ლგბტქ თემს არ მიაკუთვნებს თავს და ღონისძიებაში სოლიდარობის ნიშნად ჩაერთო. მაგალითად, ლუკა, რომელმაც მსვლელობაში დედასთან ერთად მიიღო მონაწილეობა, ამბობს, რომ სამშობლოში "მრავალფეროვნების" პატივისცემა სურს.
"ჩვენთან არის კანონი, რომელიც სხვებისგან განსხვავებულ ადამიანებს შეკრებას უკრძალავს. ამიტომაც ვართ ახლა აქ; ეს ჩვენს უფლებებს არღვევს", — აღნიშნავს ლუკა და ამატებს, რომ ედარდება თავისი ოთხი წლის შვილის მომავალზე იმ ქვეყანაში, სადაც "იგი ვერ შეძლებს, უყვარდეს ის, ვინც უნდა".
მარტში უნგრეთის პარლამენტმა აკრძალა ისეთი შეკრებები, რომლებიც "ბავშვთა დაცვის" შესახებ კანონს არღვევს და "პოპულარიზებას უწევს" ჰომოსექსუალობას ან სქესის შეცვლას არასრულწლოვან პირებში. ამ რეგულაციით, აიკრძალა ბუდაპეშტი პრაიდიც. ღონისძიების ჩატარებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორბანის მთავრობას მოუწოდა, ხელი არ შეეშალა დაგეგმილი ღონისძიებისთვის, რის პასუხადაც ქვეყნის პრემიერმა ევროპელ პოლიტიკოსს მოუწოდა, თავი შეეკავებინა წევრი ქვეყნების "კანონების აღსრულებაში" ჩარევისგან. უნგრული მედიის ცნობით, ორბანმა ახლაც ევროკავშირს მიაწერა პრაიდის ორგანიზება.
"ბრიუსელმა ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარების განკარგულება გასცა და მათმა მარიონეტმა პოლიტიკოსებმაც შეასრულეს ეს ბრძანება", — განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, — "ესაა დასტური, თუ რას დაემსგავსება ჩვენი ცხოვრება, თუკი ქვეყანას სუვერენიტეტის დამცველი ეროვნული მთავრობა არ ეყოლება".
ფოტო: Reuters
ამის მიუხედავად, ორბანმა პრაიდის მსვლელობის პოლიციის ძალით დაშლა გამორიცხა, თუმცა, ორგანიზატორებს და მონაწილეებს სამომავლოდ სამართლებრივი დევნით დაემუქრა.
"რასაკვირველია, პოლიციას ასეთი ღონისძიებების დაშლა შეუძლია, რადგან ამის უფლებამოსილება აქვთ, მაგრამ უნგრეთი ცივილიზებული ქვეყანაა, სადაც ერთმანეთს არ ვვნებთ. თუმცა, იქნება სამართლებრივი შედეგები", — თქვა ორბანმა.
სამართლებრივად, პრაიდის მონაწილეებს, სახის ამომცნობი ტექნოლოგიით იდენტიფიცირების შემთხვევაში, 500 ევრომდე ჯარიმა შეიძლება დაეკისროთ. მსვლელობის ორგანიზატორებს კი ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
უნგრეთი და საქართველო — როგორ მუშაობს პროპაგანდის მანქანა ორ ქვეყანაში
ირაკლი კობახიძე: უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად
უნგრეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ანტი-ლგბტქ კანონების მიღების საფუძველი ქვეყნის "ქრისტიანული კულტურის" დაცვაა. ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ლგბტქ უფლებების საკითხი მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2010 წელს ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენე ფიდესის პარტია მოვიდა. პარტიამ, და მისმა ხელმძღვანელმა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკვე შეიმუშავეს და განახორციელეს "კონსერვატიულ-ქრისტიანულ ღირებულებებზე" დაფუძნებული რამდენიმე დისკრიმინაციული კანონპროექტი.
2020 წელს, მთავრობის მოთხოვნით, ქვეყანაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს დაბადებისას განსაზღვრული სქესის საპირისპიროს დოკუმენტებში მითითება აეკრძალათ. ამავე წელს, ფიდესის პარტიამ მოითხოვა ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების მიერ შვილის აყვანის აკრძალვა, რომელიც მალევე დააკმაყოფილა ქვეყნის პარლამენტმა.
ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პროტესტის მიუხედავად, ორბანი დისკრიმინაციულ პოლიტიკას განაგრძობს. სამაგიეროდ, პრორუსმა პოლიტიკოსმა 2023 წელს საქართველოს მაშინდელი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ქება დაიმსახურა. ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე ღარიბაშვილმა ორბანს უწოდა "მამაცი, ქრისტიანი კაცი, რომელიც საკუთარი ერისა და ქვეყნის ინტერესებს იცავს". საპასუხო კომპლიმენტები არც ორბანს დაუშურებია და განაცხადა, რომ სხვებს სწორედ საქართველოს პრემიერისგან შეუძლიათ ისწავლონ, "როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები".
არარსებულ "ლგბტ პროპაგანდაზე" და კანონმდებლობით მისი "მოწესრიგების" შესაძლებლობაზე საქართველოში საუბარი სწორედ ღარიბაშვილმა დაიწყო 2023 წელს. თუკი უნგრეთში წიგნის გამავრცელებლებს აჯარიმებენ "ჰომოსექსუალობის ამსახველი" ნაწარმოების გაყიდვისთვის, საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა "ლგბტ პროპაგანდაში" სულაკაურის გამომცემლობა დაადანაშაულა, რომლის წინააღმდეგაც ორკესტრირებული კამპანია დაიწყო. ქართული ოცნების განცხადებებით წახალისებული ჰომოფობიური ჯგუფები გამომცემლობას ოფისშიც კი მიუცვივდნენ.
"ლგბტ პროპაგანდა" ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების გამოგონილი, არარსებული ცნებაა. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ბრძოლისთვის "პროპაგანდის" იარლიყის მიწებება ხელისუფლებას, ერთი მხრივ, რეალური პრობლემებისგან საზოგადოების ყურადღების გადატანაში ეხმარება, მეორე მხრივ კი, ცენზურის, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი პრაქტიკა უკვე ფეხმოკიდებულია რუსეთში, სადაც პუტინის რეჟიმი საბჭოთა ისტორიის მამხილებელ ადამიანებსაც კი გამოგონილი ბრალდებებითა და პატიმრობით სჯის; რომ აღარაფერი ვთქვათ 2013 წელს მიღებულ "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" ამკრძალავ კანონზე და იეჰოვას მოწმეების დევნაზე. ასევე — ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონზე, რომლითაც რუსეთში მედიისა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობა შეიზღუდა. იდენტური კანონი საქართველოში გასულ წელს ამოქმედდა.
რუსეთისა და უნგრეთის პრორუსი ხელისუფლების პრაქტიკის კვალდაკვალ, ქართულმა ოცნებამ წინა წლის სექტემბერში ანტი-ლგბტქ კანონპროექტიც დაამტკიცა. ზემოხსენებული ორი ქვეყნის მსგავსად, სახელწოდებაშივე გამოტანილი მოტივაცია აქაც "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვაა".
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
კომენტარები