წულუკიანის კომისია ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის საქმეზე პროკურატურას მეორედ მიმართავს
ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს, 30 ივნისს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე მეორედ დაიბარეს. რაკი ისინი საპატიმროში არიან, კომისიაზე ჩართვა ონლაინ-რეჟიმში შესთავაზეს. სამივე მათგანმა კომისიაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რის გამოც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამივე მათგანის საქმეზე პროკურატურისათვის მეორედ მიემართა.
ოპოზიციის სამივე ლიდერი ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძემ და გიორგი ვაშაძეს კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული 50-50 000 ლარიანი ჯარიმები გადახდილი აქვთ.
ნიკა გვარამია 2025 წლის 13 ივნისს თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ხელბორკილი დაადეს და საპატიმროში შეასახლეს. გვარამიას 7-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს ის ერთი კვირის წინ, 23 ივნისს დააკავეს. სასამართლომ მას 8 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მამუკა ხაზარაძის დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ, 24 ივნისს გიორგი ვაშაძეც დააკავეს. მასაც 8-თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამას გარდა, სამივე მათგანს 2-2 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგი ვაშაძეს, 50 00-ლარიანი გირაოს დათქმულ დროში გადახდის მიუხედავად, 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
"პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ასევე იხილეთ:
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები