შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

30 Jun. 2025, 14:35

"ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ, პირდაპირ, ხელისუფლების დამხობის მოწოდება გაისმა. ეს არის კატასტროფაა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება ისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის. ეს არის ის ჩიხი, სადაც საკუთარი თავი, მათ შორის, ევროკავშირის საელჩომ, საკუთარი ფარული დაფინანსებით მიიყვანეს. ვერაფრით ვერ მივაღწიეთ, ერთხელ მაინც თქვან, ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ, ახლა პასუხისმგებლობა სრულად ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოებზეა. ფაქტია, პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზეა საუბარი. როგორ გადახარშავენ აი ამ მოცემულობას, რომ მათი ფულით, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, სხვა ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას გეგმავენ ვიღაცები, ეს უკვე მათი პრობლემაა. ფაქტია, რომ დღეს ბრიუსელი აბსოლუტურად აცდენილია ევროპული ღირებულებების ყველანაირ გაგებას. ჩვენც ვუყურებთ ამ ყველაფერს, რომ სამწუხაროდ, ექსტრემიზმი ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მართლაც საკვირველია და გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი", — განაცხადა პაპუაშვილმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ