ბაქო ირანის ბრალდებებს პასუხობს იმის შესახებ, რომ ისრაელმა ირანზე თავდასხმისთვის აზერბაიჯანის ტერიტორია გამოიყენა
ფოტო: Aravot
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო სომხეთში ირანის ელჩის, მეჰდი სობჰანის, მინიშნებები იმის შესახებ, თითქოს ბაქომ ისრაელს თავისი ტერიტორიის გამოყენების უფლება ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენა.
27 ივნისს სობჰანიმ განაცხადა: "მივიღეთ ინფორმაცია, რომ მცირე რაოდენობის უპილოტო აპარატები ირანის ტერიტორიაზე შევიდა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიიდან. შესაბამისად, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრისას, ჩვენს პრეზიდენტს ალიევისთვის მიუმართავს თხოვნით, სერიოზულად გამოიძიოს ეს საკითხი. ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს.
შესაძლებელია, რომ ჩვენმა მტერმა [ისრაელმა] ისარგებლა ჩვენი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიით. აზერბაიჯანმა დაგვარწმუნა, რომ ის არ დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის გამოყენებას ირანზე თავდასხმისთვის. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით ისინი [ისრაელი] არ იცავენ არავითარ წესებსა და კანონებს. ამიტომ კვლავ არსებობს ალბათობა, რომ მათ შეძლეს მომენტით სარგებლობა."
მიუხედავად იმისა, რომ სობჰანიმ აზერბაიჯანი პირდაპირ არ დაადანაშაულა, ბაქომ მკაცრად უპასუხა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ სობჰანის კომენტარები "ღია პროვოკაციად" შეაფასა.
"აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ მისი საჰაერო სივრცე ან ტერიტორია გამოყენებულ იქნა რომელიმე ქვეყნის მიერ სამხედრო ოპერაციებისთვის ირანისა ან სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მსგავსი მტკიცებები უსაფუძვლოა და არ გააჩნია არანაირი სანდო მტკიცებულება.
მოველით, რომ ირანი მსგავს ნაბიჯებს, რომლებიც შეუფერებელია ჩვენი ურთიერთობების სულისკვეთებისთვის, შეაჩერებს და ასევე მიიღებს შესაბამის ზომებს ელჩის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომელიც რეგულარულად ავლენს პროსომხურ პოზიციას და არ წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს", — განაცხადა ჰაჯიზადამ.
ეს წინააღმდეგობები წინ უსწრებდა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარს, სადაც პეზეშკიანმა ალიევს სთხოვა გამოერკვია, გამოიყენა თუ არა ისრაელმა აზერბაიჯანის ტერიტორია ირანზე თავდასხმისთვის.
ბაქოსა და თეირანს შორის გამწვავებული დაპირისპირება აზერბაიჯანულ მედიაშიც აისახა. პროსამთავრობო მედიასაშუალება Caliber-მა გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის წინააღმდეგ სათაურით: "ხამენეი და მისი ომი აზერბაიჯანზე: სიძულვილის ფესვები."
სტატიაში ხამენეის პერსონალურად აკრიტიკებენ და ამტკიცებენ, რომ "ის დგას ყველა ანტიაზერბაიჯანული პროვოკაციის, დეზინფორმაციის კამპანიისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ინიციატივათა უკან."
გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ ხამენეი შესაძლოა სომხური წარმოშობის იყოს, თუმცა ამ ამბის არანაირი მტკიცებულება არ მოჰყავს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები