დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა და მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, არჩევნების პროცესში უსაფრთხოება სრულად გარანტირებული იქნება.

"წესები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაზე დაყრდნობით შემუშავდა. როგორც დამკვირვებლებს ექნება უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძალებლობა, ასევე, ექნებათ ამომრჩეველს უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

არჩევნებზე წასვლის უსაფრთხოებაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. არჩევნებზე წასვლისკენ მოსახლეობას მანაც მოუწოდა.

28 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა — 15 ადამიანი.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 33 858 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 14 829 გამოჯანმრთელდა, ხოლო 253 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 4 022, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 344.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: