სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში — ბაქრაძე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან, მათ შორის, არც პრემიერმინისტრად.
ასე უპასუხა მან ღამის კურიერში ჟურნალისტის კითხვას — იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა სიაში ჩაწერს სააკაშვილს, ადეიშვილსა და მერაბიშვილის, მისაღები იქნება თუ არა ევროპული საქართველოსთვის ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება.
"როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის არც პრემიერმინისტრად", — განაცხადა ბაქრაძემ.
ჟურნალისტის კითხვას — რატომ?, დეპუტატი ასე პასუხობს:
"იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; იმიტომ, რომ მიგვაჩნია, დღეს სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, მაგრამ საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად, მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. სწორედ ეს არჩევნები გადაწყვეტს, ვინ იქნება მთავრობაში — ქართული ოცნება თუ ოპოზიცია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა თბილისში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა. გამომდინარე ახალი საარჩევნო სისტემიდან, პარლამენტში უფრო ბევრი პარტია შევა და თუ ქართული ოცნება უმრავლესობაში არ იქნება, სავარაუდოდ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდება საჭირო, რაც გულისხმობს მინისტრებს სხვადასხვა პარტიიდან.
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
-
გადახედვააქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს აქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს
-
გადახედვაბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ ბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ
-
გადახედვამოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი მოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი
-
გადახედვაო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
-
გადახედვასენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის სენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა
-
გადახედვასტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ
-
გადახედვამეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
კომენტარები