რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
რა ხდება: საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჯიმ ო'ბრაიენმა, ქართული ოცნების ოფისის დატოვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
- ჯიმ ო'ბრაიენი არის ვროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.
თბილისში ვიზიტის მიზანზე: სახდეპის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ აფასებს საქართველოსთან პარტნიორობასა და ურთიერთობას. მისი ჩამოსვლის ძირითადი მიზანი კი ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, აინტერესებთ დააზუსტონ, კიდევ არის თუ არა ეს სტრატეგიული პარტნიორობა გაზიარებული საქართველოს მხრიდან.
- აღნიშნა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც მათ საქართველოს კონსტიტუციაში დააფიქსირეს საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ, — "და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვიდექით და ვდგავართ საქართველოს გვერდით, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოს ამ გზაზე", — განაცხადა მან.
რა თქვა კანონზე: ო'ბრაიენის თქმით, როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, მისთვის დამაბნეველი იყო საუბრები ორი სხვადასხვა მიმართულებით, საიდანაც ერთი მიმართულება ეხება კანონს. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ კანონის ეს შინაარსი წინააღმდეგობაში საქართველოს დასავლურ მისწრაფებებთან და ამგვარი კანონის მიღებაში, ის თანხვედრაში უნდა იყოს ევროკავშირის სტანდარტებსა და რეგულაციებთან.
- ო'ბრაიენი: "ზოგიერთი მიმართულება ამ საუბრებისა არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსებასთან დაკავშირებული გამჭვირვალობა და ამბობენ [ხელისუფლებაში], რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს.
- ჩვენი მოსაზრება და სათქმელია, რომ ასეთი საკითხების რეგულირებაში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეობაშია, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არც თავად პროცესი და არც კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც ევროკავშირშია და რაც მოეთხოვება საქართველოს, და იმედია, ვიხილავთ ამ კანონის ისე განხილვას, რომ შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან", — თქვა მან.
ამის შემდეგ მან კიდევ აღნიშნა, რომ რადგანაც საქართველოს სურვილია ევროკავშირსა და ნატოსკენ სწრაფვა და ამ ორგანიზაციებში გაწევრება, "არსებობს წესები და სტანდარტები, რომელიც ამ ორგანიზაციებს გააჩნიათ და არსებული კანონი უნდა იყოს ამ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში.
- ო'ბრაიენი: "საქართველოს გადაწყვეტილება, არ იყოს შესაბამისობაში ევროკავშირსა და ევროკავშირის სტანდარტებთან, იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც წერია საქართველოს კონსტიტუციაში და რაც გულისხმობს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას. და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ სხვადასხვა გამოკითხვებით, თუ ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების განცხადებებითა და ქართული ოცნების განცხადებებითაც, რომ ეს არის ის გზა, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს."
ო'ბრაიენის თქმით, დღევანდელი საუბრების შედეგად თუ მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობას საქართველოსა და აშშ-ს შორის და ვერ გააძლიერებს იმ შემთხვევაში, თუ კი ისე დარჩება, როგორც არის ახლა.
ქართული ოცნების კონსპირაციულ ნარატივებზე: ო'ბრაიენმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ კანონის გარდა, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის "უფრო ფართო საკითხია" რიტორიკა არარეალისტურ, გლობალურ ომის პარტიაზე.
- ო'ბრაიენი: "ეს შეეხება გლობალური ომის პარტიას, კონსპირაციულ თეორიებს, და იმას, რომ თითქოს, გლობალური ომის პარტიას აღარ სურს ქართული ოცნება იყოს ხელისუფლებაში.
- ჩემი აზრით, ეს არის ნამდვილად ძალიან არარეალისტური და არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ.
ივანიშვილთან შეხვედრის სურვილსა და მისგან მიღებულ უარზე: "გაგიზიარებთ ერთ ამბავს, კანონის განხილვებთან დაკავშირებით", — უთხრა მან ჟურნალისტებს.
- "ჩვენ გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ ის აშშ-ში, შეხვედრები იყო ევროკავშირის შეხვედრების მიმართ;
- და სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით სურვილი ივანიშვილთან შეხვედრაზე და პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის ასე ცუდად და არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა.
- ასეთი მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადო პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესს აყენებ იმ ვალდებულებაზე მაღლა, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში."
განმარტა, რომ სწორედ ამიტომ ამბობს, რომ კანონის შესახებ მსჯელობები და საუბრები მხოლოდ ერთი მიმართულებაა. "უნდა შევეცადოთ, რომ არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს", — თქვა მან.
თუ დემონსტრაციები გაგრძელდება: ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, პოლიციის მოქმედებები იყოს მშვიდობიანი: "არ იყოს არანაირი დაშინება და თავდასხმები ადამიანების მიმართ. აუცილებელია, თავდამსხმელები წარდგნენ კანონის წინაშე."
სარისკო რიტორიკა და მოსალოდნელი სანქციები: ო'ბრაიენის განცხადებით, თუ კი კანონთან დაკავშირებით ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ევროკავშირის ნორმებს, და თუ გაგრძელდება არსებული რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ, "რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სარისკო ჩვენი ურთიერთობებისთვის."
- ო'ბრაიენი: "მარტივი მაგალითისთვის, აშშ-მა, ამ ეტაპზე, საქართველოსთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის 390 მლნ დოლარი გამოყო. აქედან ნაწილი სამხედრო თავდაცვის საკითხებს მოხმარდება, ნაწილი ეკონომიკის განვითარებას, ინსტიტუტების მშენებლობას, გარკვეული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას და ეს დახმარება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და თუ კი აშშ მოიაზრება უკვე მოწინააღმდეგედ და არა — მოკავშირედ.
- თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუ დავინახავთ, რომ გრძელდება დემოკრატიის შესუსტება, მისთვის ძირის გამოთხრა, ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან იქნება გარკვეული შეზღუდვები, პირველ რიგში, ეს შეეხება ფინანსურ მხარეს, მეორე კუთხით ეს იქნება მგზავრობაზე [აშშ-ში ჩასვლა] კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც არიან პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე.
- თუმცა, მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მინდა, ასე მოხდეს, არა, პირიქით — გვინდა, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი სვლა ევროკავშირისკენ. და იმედი გვაქვს, ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება დღეს, თუ არადა ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხებს."
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები