"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
რა ხდება: თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.
- ისინი მეორე დღეა მართავენ შეხვედრებს. შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას, თუმცა, ხელისუფლების ოფიციალური პირები მათთან შეხვედრაზე უარს ამბობენ.
პაველ ფიშერი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: "სამწუხაროდ, არ მოგვეცა პარლამენტში მისვლის საშუალება. თქვეს, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო, თუმცა, ჩვენ მივიღეთ ეს, როგორც არის. არ მოგვეცა საშუალება, შეხვედროდით მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა მოგვეცა შანსი, ქართული ოცნების ოფისში შეხვედროდით საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს", — თქვა მან.
- პაველ ფიშერმა აღნიშნა, რომ მათი საქართველოში ყოფნის მიზანია, განაცხადონ, რომ კანონი, რომელიც ხელისუფლებამ დღეს დაამტკიცა, "ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია."
ფიშერის თქმით,
- ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს;
- კანონი თავად არის ძალიან არასწორი და შეუსაბამო
- და რომ ხელისუფლების მიერ ინიციირებული ბოლო დროინდელი კანონპროექტები აჩვენებს ტრაექტორიას, რომელიც ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოა. მან დააკონკრეტა, რომ მხედველობაში აქვს კანონი უმცირესობებისა და ლგბტქ ადამიანების შესახებ, ოფშორების კანონი და კანონი ცენტრალური ბანკის უფლებამოსილების შესახებ.
"ქართული კოშმარი" — ასე აფასებს მდგომარეობას პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.
- მისი თქმით, საქართველოსთვის რუსული კანონი უკუსვლას ნიშნავს და აკარგვინებს ევროინტეგრაციის შანსებს.
პავილიონისი: "ქართული კოშმარი” ახლა ყველაზე ცუდებთან შეჯიბრში იღებს მონაწილეობას. გამიგია, რომ უნგრეთი ცდილობს მსგავსი კანონის მიღებას, გამიგია, რომ ყირგიზეთმა მიიღო ცოტა ხნის წინ. ეს უკუმიმართულებაა. ევროკავშირში მოხვედრის შანსიც კი არ არსებობს. მხოლოდ საუკეთესოები შევლენ იქ, ისინი საუკეთესოები არ არიან."
ბოლო ხაზი: საქართველოში იმყოფება სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნი, ჯეიმს ო'ბრაიენი. ის ქართული ოცნების სათავო ოფისში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. იქადან გამოსვლის შემდეგ, მოსალოდნელია მისი პრესკონფერენცია მედიისთვის.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები