ლევან ბეჟაშვილი

14 May. 2024, 18:36

ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სახელმწიფოს მიტაცებაზე, სახელმწიფო სტრუქტურების მიტაცებაზე. ამ კანონის მიღებით ქართულმა ოცნებამ, პრაქტიკულად, ქვეყანა წაგვართვა, ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში გაფორმდა რუსული რეჟიმი.

აქ რატომ რუსული კანონის თემა აღარ არის მნიშვნელოვანი, ამ კანონით რუსული რეჟიმი გააფორმეს. ამიტომ, საზოგადოების პროტესტი იქნება კიდევ უფრო მძლავრი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია კიდევ უფრო მკაცრი და ხისტი.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე, მოხდეს 84 დეპუტატის სანქცირება, რადგან ეს ადამიანები არიან რუსული გავლენის აგენტები ამ ქვეყანაში. აბარებენ რუსეთს საქართველოს, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევეგუებით, საზოგადოების ნებისმიერ პროტესტი არის ლეგიტიმური.

ამ ქვეყანაში აღარ არსებობს ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუცია, არის პრეზიდენტი, არის საპარლამენტო ოპოზიცია, დანარჩენი სხვა ინსტიტუტები ემსახურებიან რუსულ რეჟიმს.

ერთი დღითაც არ გადადეს ამ სხდომის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მაინც ჰქონოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით და ეს კიდევ უფრო სიმპტომატური არის.

რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის პარტიამ, საგანგებოდ, ხაზგასმით გააკეთა დღევანდელ დღეს, როცა არ მისცა ჩვენს პარტნიორებს კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობაც კი, ამიტომ დღეს ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ გაფორმდა როგორც რუსული რეჟიმის ქვეყნად, ამიტომ ჩვენ, საზოგადოებას კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი მოგვეცა, რომ ჩვენი პროტესტი იყოს მძლავრი, პროტესტს აქვს თავისი ლეგიტიმაცია, დღეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, არაკონსტიტუციურია, დაირღვა საბოლოოდ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომ ომი, რომელიც გამოაცხადა ივანიშვილმა ქართველ ხალხს, დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა. დღეს, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტში, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  3. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  4. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
  5. სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განმარტება სკოლის დირექტორმა შორენა ბუნტურმა გააკეთა.…