კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია
მოკლედ: BMG-სთან საუბრისას, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია, ამბობს, რომ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი სამსახურიდან არაპროფესიონალიზმის გამო გაუშვა.
- ბერიკაშვილის მტკიცებით, შენგელიამ ეს გადაწყვეტილება სუს-ის ზეწოლის გამო მიიღო.
დეტალები: "ტყუილია, უნივერსიტეტის გამო, მასთან პირადი კონფლიქტი მქონდა. უნივერსიტეტში არაფერს აკეთებდა და ვაპირებდი გაშვებას. სოსო ბერიკაშვილი ახლა ცეცხლზე ნავთს ასხამს პირადი გამორჩენის მიზნით, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდეს. ისე მოხდა, რომ უბრალოდ, ამ დღეებს დაემთხვა ეს ამბავი.
- ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არამარტო, ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?!" — ამბობს შენგელია BMG-სთან.
კონტექსტი: კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა, სოციალურ ქსელში პოსტი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ის წერს, რომ 29 აპრილს უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შენგელიას, "ივანიშვილის გინების გამო", ბერიკაშვილის სამსახურიდან გაშვება მოსთხოვა.
- სოსო ბერიკაშვილმა ამავე პოსტში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც 12 მაისს რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ, მხარდაჭერა გამოუცხადა.
- დღეს დილას გავრცელდა საქართველოს უნივერსიტეტების საერთო განცხადება, რომელიც აღნიშნავდა, რომ პოლიტიკა აუდიტორიებს გარეთ უნდა დარჩეს, სასწავლო პროცესი კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს. განცხადებას ხელს კავკასიის უნივერსიტეტიც აწერდა.
- კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის გასაპროტესტებლად 12 მაისს გაიფიცნენ, ისინი უნივერსიტეტის პოზიციას ემიჯნებიან და გმობენ.
- სოსო ბერიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებისა და განცხადების ხელმოწერის გამო, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორებმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს, ამ დროისთვის, უნივერსიტეტიდან უკვე წამოვიდნენ (სია განახლებადია):
- ნიკო ნერგაძე
- ლევან ბერძენიშვილი
- დავით ქაშიაშვილი
- სალომე უგულავა
- ნინო რობაქიძე
- დათო ჭუმბურიძე
- ლევან მოსეშვილი
- რუსიკო კობახიძე
- დავით ბერძენიშვილი
- ლიკა მერაბიშვილი
- ნინო მითაიშვილი
- ენუკი კვინტრაძე
- ზვიად ქორიძე
- ნინი ჭაჭია
- მამუკა ანდღულაძე
- მაია წიკლაური
- სოფო ზურაბიანი
ბოლო ხაზი: On.ge-მ პოზიციის დასაფიქსირებლად, კავკასიის უნივერსიტეტთან დაკავშირება სცადა, თუმცა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მედიის ზარებს არ პასუხობს.
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
კომენტარები