A Quiet Place 2, Mulan და French Dispatch — კინოპრემიერები ისევ გადაიდო
ალბათ, განსაკუთრებული მოულოდნელობა არავისთვის იქნება, თუ გეტყვით, რომ მაღალი მოლოდინების მქონე მსოფლიო პრემიერები კვლავ გადაიდო.
ერთმანეთის მიყოლებით ისეთმა ცნობილმა კინოკომპანიებმა, როგორებიცაა Disney, Warner Bros. და ა.შ. ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ მაყურებლებს ნანატრი ფილმების სანახავად კიდევ დიდხანს მოუწევთ ლოდინი.
მათ შორისაა ჯონ კრასინსკის საშინელებათა ჟანრის გახმაურებული ფილმის A Quiet Place-ის მეორე ნაწილი: ემილი ბლანტის მონაწილეობით ისტორიის გაგრძელების ხილვას 2021 წლის 23 აპრილამდე ვეღარ შევძლებთ.
ასევე შეიცვალა უეს ანდერსონის ახალი ფილმის The French Dispatch-ის საპრემიერო გეგმებიც: კინოსურათის პრემიერა ჯერ კანის წლევანდელ კინოფესტივალზე უნდა შემდგარიყო, შემდეგ ეს თარიღი ოქტომბრამდე გადაიწია, ამჟამინდელი ინფორმაციით კი გაურკვეველია, როდის იხილავს ფილმი მზის სინათლეს — მისი მწარმოებელი კინოკომპანია ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.
პანდემიის გამო კინოთეატრების ნაწილობრივ ან სრულად დახურვამ ხელი შეუშალა ისეთი გიგანტი კომპანიის გეგმებსაც, როგორიცაა დისნეი: ჯერ კიდევ მარტში დაგეგმილი მულანის პრემიერა ჯერ ივლისამდე გადაიდო, შემდეგ აგვისტომდე, ახლა კი განრიგიდან საერთოდ ამოიღეს.
იგივე ბედი ეწიათ Spider-Man: Far From Home-ის, Star Wars-ისა და Avatar-ის სიქველებს: ფილმების პრემიერა დაგეგმილზე ერთი წლით გვიან შედგება.
მანამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ კრისტოფერ ნოლანის ახალი ნამუშევრის Tenet პრემიერაც გადაიდო: ნოლანიც კი, რომელიც კინოთეატრების მხარდამჭერი იყო და ბევრი სწორედ Tenet-ს მოიაზრებდა კინოთეატრების მესიად, პანდემიასთან ვერაფერს გახდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები