დექსამეტაზონი COVID-19-ის სამკურნალოდ და 8 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში — კვირის შეჯამება
ფოტო: Alamy
21 ივნისის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 8 843 418;
- გარდაცვლილი — 465 475;
- გამოჯანმრთელებული — 4 393 301.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 906;
- გამოჯანმრთელებული — 755;
- გარდაცვლილი — 14;
- კარანტინის რეჟიმში — 2 710;
- სტაციონარში — 269;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
კვირის ფაქტი:
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა — 2 271 414 კვლავ აშშ-ში ფიქსირდება, შემდეგ მოდის ბრაზილია 1 066 333 შემთხვევით, რუსეთი — 583 879-ით და ინდოეთი 410 451 დაინფიცირებულით.
რაც შეეხება ვირუსით გარდაცვლილებს, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა — 119921 აშშ-შია, შემდეგ მოდის ბრაზილია 49 976 გარდაცვლილით და დიდი ბრიტანეთი 42 717 დაღუპულით.
რა ხდება მსოფლიოში:
ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელება იზრდება. ბრაზილიაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, ასევე ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში მოწინავე ადგილებზე არიან პერუ —251 338 და ჩილე — 246 272, რომელთაც აღნიშნული მონაცემებით იტალიას გადაუსწრეს, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 238 499 შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში კარანტინის საჭიროება აღარ არის.
რაც შეეხება ევროპას, აქ ქვეყნები ძველი ცხოვრების რიტმს უბრუნდებიან. ესპანეთში 14 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, 22 ივნისიდან ესპანეთის საზღვრები შენგენის ზონის ქვეყნებისთვის გაიხსნება.
რამდენიმეთვიანი კონტროლის შემდეგ ავსტრიასთან საზღვარი გახსნა იტალიამაც. ჩეხეთში პირბადეების ტარების ვალდებულების მოხსნას პირველი ივლისიდან გეგმავს. გერმანიაში კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 168 მოხალისეზე გამოცდა იწყება.
8 ივნისს ახალ ზელანდიაში განაცხადეს, რომ აქტიური შემთხვევა აღარ ჰქონდათ და სასაზღვრო შეზღუდვის გარდა ყველა შეზღუდვას ხსნიან. ახალი ზელანდია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა, თუმცა მას შემდეგ, რაც სამი კვირის შემდეგ ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საკარანტინო ზონებს თავდაცვის ძალები გააკონტროლებენ.
სხვა სიახლეები:
- პეკინის ბაზარში ზღვის პროდუქტებისა და ხორცის განყოფილებაში კორონავირუსის კვალს მიაგნეს;
- რუსეთში COVID-19-ით 500-მდე სამედიცინო მუშაკი გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლე:
დექსამეტაზონი COVID-19-ის მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობის რისკს დაბლა წევს
გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო ექსპერტთა მიხედვით, დექსამეტაზონი, რომელიც იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი მედიკამენტია, სასიკვდილო ვირუსთან ბრძოლაში იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. მათი თქმით, სტეროიდის დაბალი დოზით მკურნალობის შედეგად ხელოვნური სუნთქვის აპარატსა და ჟანგბადზე მიერთებულ პაციენტებში სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა.
მედიკამენტი მსოფლიოში ყველაზე დიდმასშტაბიანი ტესტირების ფარგლებში გამოსცადეს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე არსებულ მკურნალობათა ეფექტიანობას შეისწავლის. მკვლევრების ვარაუდით, დექსამეტაზონი გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის აფეთქებისთანავე რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, 5 ათასამდე სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდნენ. წამლის სიიაფის გამო მედიკამენტით განსაკუთრებით იმ ღარიბმა ქვეყნებმა შეიძლება ნახონ სარგებელი, რომლებიც დღეს ვირუსით დიდი რაოდენობით ინფიცირებულებს უმკლავდებიან.
რა ხდება საქართველოში:
ბოლნისის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. 15 ივნისიდან საქართველოში შიდატურიზმი გაიხსნა. მგზავრთა გადაყვანა განაახლა საქართველოს რკინიგზამაც, მატარებლის მგზავრებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ასევე, გაიხსნა მუზეუმები. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებაც.
პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გვაფრთხილებს, რომ თუ "ავიშვით" არის რისკი, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კიდევ ერთი ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე კი მოქალაქეთა ნაწილის ქცევაზე დაკვირვებით ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სწრაფად დაიძაბოს.
საზოგადოებას აფრთხილებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი, მარინა ეზუგბაიაც. მისი თქმით, საზოგადოებას მოდუნების საშუალება არ აქვს.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- დინამიკა შეიმჩნევა, რომ იმატებს ე.წ. მსუბუქი შემთხვევები — გამყრელიძე;
- ხვალ-ზეგ კორონავირუსის ტესტირებაში 25 პოლიკლინიკა ჩაერთვება — გამყრელიძე;
- საკარანტინო ზონებს ჯერ ვერ გავაუქმებთ, საქართველოში შემოსულებისთვის ძალაში რჩება — გამყრელიძე;
- ტიკარაძე: ტურისტს, რომელსაც PCR ტესტის პასუხი არ ექნება, ტესტირება აეროპორტში ჩაუტარდება;
- აპლიკაცია STOP COVID-ით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა — ჯანდაცვის სამინისტრო
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა


კომენტარები