თბილისში დარჩენილ 6 მანდატს 5 პარტიის 7 წარმომადგენელი ვერ გავიყოფდით, ჩემი კანდიდატურა მოვხსენი — ოქრუაშვილი
გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება, არც თბილისში და არც სხვაგან. მისი განმარტებით, თბილისის მაჟორიტარობაზე უარი თქვა, რადგან დარჩენილი იყო 6 მანდატი, რომელიც 5 პარტიას კი 7 კანდიდატზე უნდა გაეყო. მისი განმარტებით, ამას ოპოზიციის ერთობის შესანარჩუნებლად აკეთებს.
"6 მანდატს 7-ზე ვერ გავყოფდით ბუნებრივია, იმიტომ, რომ ერთი არის მეტი. ერთ ადამიანის პრობლემა არსებობს. ამ შემთხვევაში, უნდა განმეხილა, რომ ერთი ადამიანი მე ვარ. მე ჩემს საკითხს ვხსნი საერთოდ ამ დღის წესრიგიდან და დარჩება 6 ადამიანი, 6 მანდატზე. პრობლემა იქნება დახურული, რომ ჩვეულებრივად გაიყოფა.
მე ამით მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო ერთობას. ეს ერთობა არის ჩვენი საზოგაოდოების მოთხვონას, ერთობის გარეშე ხელისუფლების ცვლილება იქნება შეუძლებელი", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.
ოქრუაშვილის განმარტებით, ის "არც სხვა ოლქებში გახდის საპრობლემოს" მის კანდიდატურას, მათ შორის არც გორში. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მას გარანტირებული ადგილი აქვს მოპოვებული პარტიულ სიაში, ოქრუაშვილი პასუხობს:
"პროპორციულ არჩევნებში ისედაც მივიღებ მონაწილეობას. პირიქით, უფრო მინუსში გადამყავს ჩემი თავი, ამას შეიძლება ასე შევხედოთ, მაგრამ ამას ვაკეთებ ერთობისთვის".
საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.
4 ივნისს ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს. ამავე დროს, პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში — გლდანსა და სამგორში დაიწყებს.
მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.
ამავე თემაზე:
- ნაცვლიშვილი, კოჟორიძე, გეგელია — ლელო მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებს
- დავით ბაქრაძე ევროპული პარტიის სიაში საქართველოს #1 იქნება და შესაძლოა, თბილისში მაჟორიტარადაც იყაროს კენჭი
- საკუთარ თავს მაჟორიტარობის კანდიდატად განვიხილავ, შეიძლება ეს საჭირო იყოს — ბესელია
- ბოკერიას თქმით, დიდი ალბათობით მაჟორიტარად იყრის კენჭს
- რიგით ჯარისკაცად იქ წავალ, სადაც საერთო ფორმატში გადაწყდება — ნათელაშვილი მაჟორიტარულ ოლქებზე
- ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი იყოს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები