აფხაზეთიდან დევნილმა 70 წლის დარეჯან ლაშხიამ 3 ლარად შეძენილ მომენტალურ ლატარია "საახალწლოში" 50 000 ლარის ოდენობის პრიზი საყოველთაო იზოლაციის დროს მოიგო.

დაწესებული შეზღუდვების გამო დარეჯან ლაშხიას მოგებული თანხა საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მოგვიანებით გადასცა.

"პირველად ვითამაშე ლატარია, გადავფხიკე და მოულოდნელად მოვიგე 50 000 ლარი. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს მოგება, რომ ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, რაში დავხარჯავ თანხას." - ამბობს დარეჯან ლაშხია.

საქართველოს ეროვნული ლატარია, "საახალწლოს" გარდა, მომხმარებელს კიდევ ხუთი დასახელების მომენტალურ ლატარიას - "ფარაონს", "3 შანსს", "7-11-21"-ს, "შვიდიანსა" და "ჯოკერს" სთავაზობს, რომელთა მაქსიმალური მოგება 50 000 და 20 000 ლარია. მომენტალური ლატარიების საპრიზო ფონდი ჯამში 20 500 000 ლარს შეადგენს.

"იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!" – აცხადებს საქართველოს ეროვნული ლატარია.