როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბოლო წლებში საქართველო ინოვაციური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა, რაშიც უდიდესი წვლილი 500 Global in Eurasia-ს, საქართველოს ბანკისა და GITA-ს პარტნიორობამ შეასრულა. ამ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი სტარტაპი Quissly-ია, რომელმაც 500-ის პროგრამაში მონაწილეობა ჯერ კიდევ პროდუქტის რელიზამდე დაიწყო და უკვე 12 ქვეყანაში ოპერირებს.
რა არის Quissly?
დღეს ონლაინ შოპინგისას მომხმარებელს სტანდარტული ძიება აღარ ჰყოფნის. მას სურს, რომ სისტემას კონტექსტი ესმოდეს და თავად ხვდებოდეს, მაგალითად, როგორი სავარძელი მოუხდება მწვანე კედელს. სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს Quissly — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი საძიებო სისტემა და ჩათი, რომელიც ონლაინ სივრცეში ფიზიკური მაღაზიის გამოცდილებას ქმნის.
“წარმოიდგინე, რომ ონლაინ მაღაზიაშიც ზუსტად ისე შეგიძლია დაუსვა კითხვა სისტემას, როგორც რეალურ კონსულტანტს. ტრადიციული საძიებო სისტემებისგან განსხვავებით, სადაც ბიზნესებს თითოეული სიტყვისა თუ შესაძლო ტექნიკური შეცდომის ხელით გაწერა უწევთ, Quissly-ის მთავარი უპირატესობა მისი ჭკუაა". — ამბობს სტარტაპის თანადამფუძნებელი, თაზო ლეჟავა.
სისტემა უნაკლოდ აღიქვამს შეცდომით დაბეჭდილ სიტყვებს, ბარბარიზმებს და მომხმარებლის კონტექსტს. მეტიც, მას შეუძლია პროდუქციის სურათებით მოძიება და შოპინგის პროცესის პირდაპირ Messenger-ში, Instagram-სა თუ WhatsApp-ში დასრულება.
რითი განსხვავდება Quissly სტანდარტული ჩატბოტებისგან?
Quissly-ში ინტეგრირებულია Human-in-the-loop მოდელი, რადგან კომპანიაში კარგად ესმით ადამიანური ფაქტორის მნიშვნელობა.
როგორც სტარტაპის დამფუძნებელი თაზო აღნიშნავს: “რამდენად გასაოცარიც უნდა გვეჩვენებოდეს AI-ს შესაძლებლობები, კრიტიკული მომხმარებლის თვალში ის არ არის იდეალური, არ აქვს საკმარისი ადამიანური უნარები, ემპათია, რომელიც მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება”.
სწორედ ამიტომ, თუ მომხმარებელს ადამიანთან საუბარი დასჭირდება, სისტემა მას შეუფერხებლად გადაამისამართებს ოპერატორთან.
რეალური შედეგები
Quissly-ის ტექნოლოგიის დანერგვა პირდაპირ აისახება ბიზნესის ზრდაზე:
- კონვერსია ძიებიდან ყიდვამდე დაახლოებით 20%-მდე იზრდება;
- საშუალო კალათის ზომა 10-დან 40%-მდე იმატებს;
- მომხმარებლები დამატებით ფილტრებს იყენებენ მხოლოდ 2.6% შემთხვევაში (მაშინ, როცა მსოფლიო მაჩვენებელი 33-45%-ია). ეს ნიშნავს, რომ სისტემა პირველივე ცდაზე ზუსტ შედეგს აჩვენებს.
500 Global in Eurasia-ს ეფექტი და გეზი ამერიკისკენ
სტარტაპისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 500 Global in Eurasia-ში მონაწილეობა:
“500 Global-ში მოხვედრა სიგნალი იყო, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებდით. ფასდაუდებელი კავშირების გარდა, მთავარი იყო, ე.წ. mindset-ის ცვლილება. თუ მანამდე 3-4 წელიწადში 100 კლიენტი ამბიციური გეგმა გვეგონა, 500-ში მონაწილეობით ეს რიცხვი გაათმაგდა და ვადა განახევრდა. დავიჯერეთ ექსპერიმენტების ძალის”. — იხსენებს თაზო.
Quissly ახლა Shopify-ის აპლიკაციის დასტურს ელოდება, რაც განვითარების პროცესს კიდე უფრო დააჩქარებს. აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ბაზრების ათვისების შემდეგ კი სტარტაპმა მთავარი გეზი ამერიკისკენ აიღო. ამ დიდი მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია 11 მარტს საქართველოს ბანკის პარტნიორობით გამართულ 2026 Select USA Tbilisi Startup Pitch Competition-ზე გამარჯვებაც.
ამერიკის პარალელურად, სტარტაპი ევროპაშიც აღწევს წარმატებას. Vestbee-მ, რომელიც ინვესტორებისა და სტარტაპების დამაკავშირებელი წამყვანი ევროპული პლატფორმაა, ქართული გუნდი ევროპის ტოპ 100 სტარტაპს შორის დაასახელა, ხოლო Global Startup Awards-ზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გამარჯვების შემდეგ, მაისში Quissly მალტაზე გაემგზავრება და უკვე გლობალურ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
Quissly-ის მაგალითი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება 500 Global in Eurasia-ს მსგავსი პროგრამითა და სწორი მხარდაჭერით, ქართულმა სტარტაპმა ოფიციალურ რელიზამდე დაიწყოს გლობალური ზრდა და მსოფლიოს წამყვანი ბაზრების სრულფასოვანი მოთამაშე გახდეს.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები