საბა გიგიბერია

მიტროპოლიტი საბა გიგიბერია:

30 Mar. 2026, 10:17

"პატრიარქმა ერთხელ ბრძანა: მე რაც შემეძლო გავაკეთე, აწი, სხვამ გააკეთოს უკეთესიო. ძნელად მოვიპოვებთ დღევანდელ რეალობაში ადამიანს, რომელსაც შეუძლია იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე პატრიარქმა გააკეთა. მისი მოღვაწეობა, მისი საქმიანობა რამდენიმე პატრიარქს ეყოფოდა. ამიტომ, დაადგინა უფალმა ის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, განსაკუთრებული სიბრძნით, ნიჭით და თვისებებით შემკული თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე. ამდენი დრო დასჭირდა ეკლესიისგან, სულიერი ცხოვრებისგან და ბევრი სხვა სასიკეთო მდგომარეობიდან განდგომილ ადამიანების ამ მდგომარეობამდე მოსაყვანად. პატრიარქს არაფერი უთხოვია ჩვენთვის ერთი რამის გარდა და ეს ერთი რამ ნათელი უნდა გახდეს თქვენთვისაც და ყველასთვის. დღეს ადამიანები საუბრობენ, ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, როგორი უნდა იყოს ის და ა.შ. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ ხდება, ამ შემთხვევაში, პატრიარქის გამორჩევა, რა თვისებებით, რა ხარისხით და ასე შემდეგ. პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით. არ ხდება იმ შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით. არ ხდება კიდევ სხვა იმ სურვილებით და მახასიათებლებით, რომელსაც დღეს ცოტა რაოდენობის ადამიანები ამბობენ, მაგრამ მაინც ამბობენ. ერთი მნიშვნელოვანი რამ არ იციან ადამიანებმა — პირველი ის, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. თუ ქრისტიანმა ადამიანმა არ იცის, რომ უფალი მეფობს და უფალი განაგებს ყველაფერს, მითუმეტეს, პატრიარქის არჩევა, მაშინ მათ ამ თემაზე არ უნდა ისაუბრონ. ადამიანებმა არ იციან, რომ პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ანუ თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი... ეს არის გამორჩეულობა, განსაკუთრებულობა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჰქონდეს ყველა ის ხასიათი და ადამიანური თვისება, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გამოავლინა ამქვეყნიური ადამიანური ცხოვრების პირობებში. უპირველეს ყოვლისა, პატრიარქს მაგალითის უნარი უნდა ჰქონდეს, სიბრძნე, განათლება, გამოცდილება, მოთმინება, მორჩილება. პატრიარქმა თავისი 50 წლიანი პატრიარქობის პერიოდში ქართველ ერს ეს ყველაფერი გვითხრა. მას არაერთხელ უსაუბრია თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ, თუ როგორ მიაღწია ამ ყველაფერს. არასდროს მიუწერია თავისი წარმატება თავის თავზე, ყოველთვის აღნიშნავდა: "ეს ყველაფერი უფალმა გააკეთა, უფალმა გამაკეთებინა, უფალმა შემაძლებინა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება

დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.…