სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარმა ნაწერმა ამხილა
ფოტო: Getty Images
1996 წლის 3 აპრილს, აშშ-ის ფედერალურმა აგენტებმა მონტანას ტყეში მდებარე მოშორებულ ხის ქოხს ალყა შემოარტყეს და იქიდან თეოდორ "ტედ" კაჩინსკი გამოიყვანეს — მოუწესრიგებელი ფიგურა, რომელიც მანამდე საზოგადოების მეხსიერებაში მხოლოდ "ძებნილის" პოსტერიდან არსებობდა, როგორც კაპიუშონიანი და მუქსათვალიანი მამაკაცი. თითქმის 18 წლის განმავლობაში უნაბომბერი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი დამნაშავე იყო, საიდუმლოებით მოცული ადამიანი, რომლის პრიმიტიული ამანათი-ბომბები ყოველგვარი ნათელი მოტივისა თუ რეგულარული კანონზომიერების გარეშე იგზავნებოდა.
საბოლოოდ ის საკუთარმა ნაწერებმა დაღუპა. ორმა მსხვილმა ამერიკულმა გაზეთმა მისი ანტი-ტექნოლოგიური მანიფესტის გამოქვეყნებაზე თანხმობა განაცხადა იმ პირობით, თუ ის მკვლელობებს შეწყვეტდა. ტექსტიდან თავისებური სიტყვები პირველად მისივე ძმის ცოლმა ამოიცნო, რომელსაც პირადად არც კი შეხვედრია. როგორც BBC Newsnight-ის კრიშნან გურუ-მურტიმ აღნიშნა: "მეცნიერმა, რომელმაც ცივილიზაციას ზურგი აქცია და განდეგილად დასახლდა, გამომძიებლებს გზა საკუთარი სახლისკენ თვითონვე უკარნახა".
თეოდორ კაჩინსკი
ფოტო: Getty Images
უნაბომბერზე ნადირობა 1978 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ილინოისის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში პრიმიტიული თვითნაკეთი ბომბი გაიგზავნა, რასაც თითქმის ერთ წელიწადში მეორე თავდასხმა მოჰყვა. 1979 წლის ნოემბერში, ამერიკული ავიახაზების რეისზე აფეთქდა მის მიერ გაგზავნილი ბომბი, რომელიც სიმაღლის ცვლილებაზე რეაგირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობამ ისე არ იმუშავა, როგორც ჩაფიქრებული იყო, კვამლით მოწამვლის გამო 12 ადამიანს მკურნალობა დასჭირდა.
ვინაიდან მისი სამიზნეები, როგორც წესი, უნივერსიტეტები (UNiversity) და ავიახაზები (Airline) იყვნენ, FBI-მ მას კოდური სახელი UNABOM (University and Airline Bomber) მიანიჭა, რაც ქართულად "უნივერსიტეტებისა და ავიახაზების დამბომბავს" ნიშნავს. მომდევნო წლებში ის სულ უფრო დახვეწილ ბომბებს იყენებდა და კიდევ 13 თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა: კომპიუტერების გამქირავებელი მაღაზიის მფლობელი ჰიუ სკრუტონი, სარეკლამო სფეროს მენეჯერი თომას მოსერი და ხე-ტყის მრეწველობის ლობისტი გილბერტ მარი.
რადგან მისი სამიზნეები არსებითად შემთხვევითი იყო, ბომბები კი ჩვეულებრივი ნივთებისგან მზადდებოდა (მაგალითად, ხის ნაჭრები და ლამპის სადენები), გამომძიებლებს ხელთ მხოლოდ ნარჩენები ჰქონდათ. FBI-ს ბალისტიკის მთავარმა გამომძიებელმა კრის რონიმ მას "ნაგვის ბომბერი" შეარქვა. მან 1996 წელს BBC-ს განუცხადა: "ის იქექება სანაგვე ურნებსა და მეორადი მასალების კონტეინერებში და პოულობს ნივთებს, რომლებითაც შემდეგ ნეანდერტალელივით ქმნის რაღაცებს".
მე ვკითხე: შესაძლებელია, რომ შენი ძმა უნაბომბერი იყოს?
ლინდა პატრიკი BBC-ისთან ინტერვიუში, 2016 წელს
საკუთარი ძალადობის გასამართლებლად, 1995 წლის აპრილში უნაბომბერმა New York Times-სა და Washington Post-ს გაუგზავნა 35,000-სიტყვიანი აკადემიური მონოლოგი სათაურით "ინდუსტრიული საზოგადოება და მისი მომავალი". ესსეში ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ცხოვრება ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებას ანადგურებდა და აცხადებდა, რომ მხოლოდ ტექნოლოგიური სისტემების დემონტაჟს შეეძლო შეემცირებინა შემდგომი ფსიქოლოგიური და სოციალური ზიანი. მან მკვლელობების შეწყვეტის პირობა დადო, თუ ამ ნაშრომს ქვეყნის ორი ყველაზე პრესტიჟული გაზეთი გამოაქვეყნებდა. Washington Post-ის გამომცემელმა დონალდ გრემმა 2016 წელს BBC-ს უთხრა: "თავდაპირველი შფოთვა აშკარა იყო. თუ ამ მოთხოვნას დავყვებოდით და დოკუმენტს დავბეჭდავდით, ხომ არ წავახალისებდით სხვა მსგავს მოთხოვნებს სხვა დოკუმენტების დასაბეჭდად?"
FBI-ს სპეციალურმა აგენტმა ტერი ტურჩიმ BBC-ს განუცხადა, რომ გამომძიებლები თავიდან მანიფესტის გამოქვეყნებას ცუდ იდეად მიიჩნევდნენ, რადგან ის "ზედმეტად უცნაური“"იყო, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს. მათ დაასკვნეს, რომ თუ მანიფესტი გამოქვეყნდებოდა, ვინმე აუცილებლად იცნობდა მის უკან მდგარ ხმას, "რადგან ეს სიტყვები ძალიან დიდი დაჟინებით იყო დაწერილი". სამთვიანი მერყეობის შემდეგ, FBI-ს რჩევით, გაზეთების ხელმძღვანელებმა უნაბომბერის ესსეს გამოქვეყნება გადაწყვიტეს. ბევრ ამერიკელს უკვირდა, რატომ გადასცეს ძებნილს, რომლის პორტრეტიც FBI-ს უამრავი პოსტერიდან იმზირებოდა, ასეთი საჩუქარი: საჯარო პლატფორმა საკუთარი შეხედულებების გასავრცელებლად.
უნაბომბერის მანიფესტი Washington Post-ში
ფოტო: Washington Post
ორასი სერიოზული ეჭვმიტანილი
FBI მილიონ დოლარს სთავაზობდა ნებისმიერ ადამიანს ინფორმაციისთვის, რომელიც უნაბომბერის იდენტიფიცირებასა და გასამართლებამდე მიიყვანდათ. 1993 წელს შექმნილ უფასო ცხელ ხაზზე 50,000-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. მანიფესტში არსებული ახალი მინიშნებებით, იდუმალი თავდამსხმელის სახე უფრო მკაფიო ხდებოდა. "უნაბომბერის ეგომ ის შესაძლოა დაღუპვამდე მიიყვანა", — თქვა გურუ-მურტიმ BBC-ზე — "ტრაქტატში მოცემულ იდეებთან ერთად, მისი წერილებიდან, რომლებსაც ცნობილ მეცნიერებს უგზავნიდა, სულ უფრო მეტი ხდებოდა ცნობილი მისი აკადემიური წარსულის შესახებ". FBI-ს სპეციალურმა ჯგუფმა 200 სერიოზული ეჭვმიტანილის სია შეადგინა. ხუთ მათგანზე მუდმივი მეთვალყურეობა დაწესდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სადაც დეტექტივების აზრით ის იმალებოდა.
საქმეში მთავარი გარღვევა მოულოდნელი წყაროდან მოხდა: აშშ-ის მოქალაქისგან, რომელიც საფრანგეთში ქმართან, დევიდ კაჩინსკისთან ერთად ისვენებდა. ფილოსოფიის პროფესორი ლინდა პატრიკი პარიზში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ International Herald Tribune-ში უნაბომბერის შესახებ სტატიების სერიას კითხულობდა. მან 2016 წელს BBC-ს განუცხადა: "თითქმის ყოველ მეორე დღეს ვკითხულობდი ამ სტატიებს, თავს ვიმტვრევდი და ვამბობდი: ვაუ, ეს ძალიან ჰგავს დევიდის ძმას". ერთ სტატიაში ნახსენები იყო ეჭვმიტანილის დურგლობის უნარები. მეორეგან მისი ზიზღი ტექნოლოგიების მიმართ. სხვაგან ჩამოთვლილი იყო ქალაქები, სადაც ბომბები აფეთქდა, ადგილები, სადაც მან იცოდა, რომ დევიდის ძმა ცხოვრობდა ან მუშაობდა. მისი თქმით, ამ ყველაფრის ერთობლიობის იგნორირება შეუძლებელი გახდა. და მოუხდა უხერხული კითხვის დასმა: "მე ვკითხე: შესაძლებელია, რომ შენი ძმა უნაბომბერი იყოს?"
დევიდს არ სჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო, თქვა პატრიკმა, მაგრამ როდესაც მანიფესტი წაიკითხა, გაოგნდა. "დევიდი იჯდა და კომპიუტერის ეკრანს უყურებდა", — თქვა მან — "ვხედავდი, როგორ კითხულობდა პირველ გვერდს და მისი სახის გამომეტყველება რადიკალურად შეიცვალა". ეს კოშმარული სცენარი იყო, განუცხადა დევიდმა BBC-ს — "მე რეალურად განვიხილავდი შესაძლებლობას, რომ ჩემი ძმა სერიული მკვლელი იყო, ყველაზე ძებნილი ადამიანი ამერიკაში და შესაძლოა მთელ მსოფლიოშიც".
ოჯახი მძიმე დილემის წინაშე იდგა: თუ გაჩუმდებოდნენ, მათ უმოქმედობას შესაძლოა ახალი მსხვერპლი მოჰყოლოდა. მაგრამ თუ ტედი მართლაც უნაბომბერი აღმოჩნდებოდა, მას სიკვდილით დასჯა ელოდა. დევიდმა თქვა: "როგორი იქნებოდა დარჩენილი ცხოვრება იმის ცოდნით, რომ ხელები საკუთარი ძმის სისხლში მაქვს გასვრილი?"
უნაბომბერზე 17-წლიანი ნადირობისას, თეოდორ კაჩინსკი ეჭვმიტანილთა სიაში 2,416-ე იყო. FBI-ს სპეციალურმა აგენტმა, დოქტორმა კეთლინ პაკეტმა 2025 წელს BBC-ს გადაცემაში განაცხადა: "იყო ერთი სკივრი, რომელსაც მათი დედა ჩიკაგოში, ოჯახის სახლში ინახავდა. სწორედ ამ სკივრში ვიპოვეთ მანიფესტის ორიგინალი, ხელით ნაწერი ვერსია". ეს იყო კაჩინსკის მიერ 1971 წელს დაწერილი ესსე, რომელიც იმავე იდეებს შეიცავდა.
გამომძიებლებმა საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვეს კაჩინსკის ქოხის გასაჩხრეკად, სადაც ის წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდა. პაკეტის თქმით: "ქოხი სავსე იყო მტკიცებულებებით. ეს ნამდვილი საგანძური იყო". აღმოჩენილ ნივთებს შორის იყო ბომბის კომპონენტები; 40,000 გვერდი ხელით ნაწერი ჟურნალებისა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ბომბების ექსპერიმენტები და უნაბომბერის დანაშაულები; ასევე გასაგზავნად გამზადებული საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი ბომბი.
ვუნდერკინდი მათემატიკოსიდან განდეგილობამდე
კაჩინსკის ძმა, დევიდი, შოკირებული იყო, როდესაც ახალ ამბებში დაკავების კადრები ნახა. მან 2006 წელს თქვა — "ის ორი ფედერალური მარშლის თანხლებით გამოიყვანეს ქოხიდან და საშინლად გამოიყურებოდა. სრულიად მოუწესრიგებელი იყო. მისი ტანსაცმელი ძონძებისგან არაფრით განსხვავდებოდა და თვეების განმავლობაში დაუბანელი იყო. და მერე მისი დახასიათება, როგორც სერიული მკვლელისა და ტერორისტის? ადამიანებს არ ჰქონდათ ის მოგონებები, რაც მე მქონდა ტედზე, იმ პატარა საყვარელ ბიჭზე, რომელიც ჩემი უფროსი ძმა იყო".
თეოდორ კაჩინსკი
ფოტო: Alamy / BBC
მალევე გამოიკვეთა კაჩინსკის ადრეული ცხოვრების სურათი. მათემატიკოსი ვუნდერკინდი, რომლის IQ 167-ს შეადგენდა, სკოლიდან ორი კლასის გამოტოვებით, 16 წლის ასაკში ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 20 წლის ასაკში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა მიჩიგანის უნივერსიტეტში განაგრძო. მისი ყოფილი პროფესორის, პიტერ დიურენის თქმით: "მას ბევრი კარგი იდეა ჰქონდა, ძალიან ორიგინალური მათემატიკოსი იყო და სადისერტაციო ნაშრომის საფუძველზე ბერკლიში მიიღო სამსახური. ჩანდა, რომ ბრწყინვალე მათემატიკურ კარიერას იწყებდა".
მე პირადად დარწმუნებული ვარ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში
თეოდორ კაჩინსკი, ჟურნალ Time-თან ინტერვიუში, 1999 წელს
მაგრამ რაღაცამ კაჩინსკის მსოფლმხედველობა შეცვალა, თქვა გურუ-მურტიმ. "ის აუჯანყდა იმ დისციპლინას, რომელშიც ბრწყინავდა და ორ წელიწადში აკადემიური სფერო მიატოვა. იუტაში ყოფნის შემდეგ მონტანაში გადავიდა და დაიწყო იზოლირებული ცხოვრება სოფლად დაახლოებით 1,000-კაციან პატარა თემში". ნათელი იყო, რომ მას "განსაკუთრებული გონება" ჰქონდა, მაგრამ თუ გამომძიებლები მართალნი არიან, ეს ყველაფერი მხოლოდ იმ კაცის მრისხანების გაღვივებას ემსახურებოდა, რომელსაც ეზიზღებოდა ის, რასაც მისი ნამუშევარი წარმოადგენდა".
კაჩინსკის 1996 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე და მომდევნო სამი ათწლეული აშშ-ის სხვადასხვა ციხეში გაატარა, ძირითადად ფლორენსის (კოლორადო) ფედერალურ ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრმა, რომელიც მას ციხეში ესაუბრა, პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვა, ის აცხადებდა, რომ ყოველთვის ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა. "მე პირადად დარწმუნებული ვარ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში", — თქვა მან 1999 წელს ჟურნალ Time-თან ინტერვიუში. ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, კაჩინსკიმ 2023 წელს, 81 წლის ასაკში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
-
"ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის "ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი" — პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს "უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი" — პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს
გადახედვა
-
Michael-მა Oppenheimer-ს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა Michael-მა Oppenheimer-ს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ? ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ?
გადახედვა
-
ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა
გადახედვა
-
რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში? რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში?
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი 3 ივლისს Madison Square Garden-ში იგეგმება ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი 3 ივლისს Madison Square Garden-ში იგეგმება
გადახედვა
-
მარნეულში თანასოფლელის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს მარნეულში თანასოფლელის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს
გადახედვა
-
EU სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს EU სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს
გადახედვა
-
“რეფორმების გარეშე EU-ში გაწევრიანების პროგრესი არ იქნება” — ევროპარლამენტის გზავნილი საქართველოსა და თურქეთს “რეფორმების გარეშე EU-ში გაწევრიანების პროგრესი არ იქნება” — ევროპარლამენტის გზავნილი საქართველოსა და თურქეთს
გადახედვა
-
სედი სინკი Spider-Man: Brand New Day-ში ითამაშებს — მისი როლი დღემდე უცნობია სედი სინკი Spider-Man: Brand New Day-ში ითამაშებს — მისი როლი დღემდე უცნობია
გადახედვა
-
როდის ვიხილავთ ვირის ფილმს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია როდის ვიხილავთ ვირის ფილმს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული მაკა ბოჭორიშვილი: თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული
გადახედვა
-
ქარვას პარტნიორობით მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა — გაცვლა 2026 გაიმართა ქარვას პარტნიორობით მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა — გაცვლა 2026 გაიმართა
-
საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს
გადახედვა
-
TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი სამუშაო ვიზიტით ერევანში ჩავიდა ურსულა ფონ დერ ლაიენი სამუშაო ვიზიტით ერევანში ჩავიდა
გადახედვა
-
ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება
გადახედვა
-
მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს
გადახედვა
კომენტარები