"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
ფოტო: Getty Images
ჯოან როულინგის ჯადოსნური სამყაროს დიდ ეკრანზე პირველად გაცოცხლებიდან 25 წელი გადის. ამასობაში კი, პოტერიადა ახალ სიცოცხლესაც იძენს — HBO Max ლეგენდარულ ფენტეზი საგას სერიალად იღებს. სერიალის ტრეილერი ორიოდე დღის წინ გამოვიდა, მის პირველ სეზონს კი წლის ბოლოს ვიხილავთ.
თუმცა, იმის მიუხედავადაც, რომ ჰარი პოტერის პოპულარობას წლები ვერაფერს აკლებს, როგორც ჩანს, მაინც არსებობს ხალხი, რომელსაც ბლოკბასტერი ფილმების სერია აქამდე არ უნახავს. მათ შორის ყოფილა ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი ენდრიუ გარფილდი, რომელმაც ამ საკითხზე უახლეს ინტერვიუში ისაუბრა. გარფილდის თქმით, პოტერიადის კინოსერიას სულ ახლახან უყურა, იმის მიუხედავად, რომ ამ გადაწყვეტილებას საკამათოდ მიიჩნევს წიგნების ავტორის, ჯოან როულინგის, შეხედულებების გამო. მეტიც, ინტერვიუში გარფილდს მწერალი სახელით არ მოუხსენიებია — "ის, ვისი სახელიც არ ითქმის" ასე მიუთითა მსახიობმა როულინგზე. ზუსტად ასე მოიხსენიებენ ჰარი პოტერის სამყაროში მთავარ ბოროტმოქმედს, ლორდ ვოლდემორს.
"დენიელი [ფილმებში მთავარი როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი] არაჩვეულებრივად თამაშობს", — აღნიშნავს ენდრიუ გარფილდი, — "სიმართლე გითხრათ, ამ ბოლო ხანებამდე ჰარი პოტერი ნანახი არ მქონდა. დენიელის შესრულება კი ამ ფილმებში მართლაც შესანიშნავია. თვითონ ფილმებიც ძალიან კარგია. ვიცი, რომ ეს საკამათო საკითხია და არ უნდა ვამდიდრებდეთ არაჰუმანურ სამართალს მისი მეშვეობით, ვისი სახელიც არ ითქმის. თუმცა, ამ ფილმებზე უამრავმა შესანიშნავმა ხელოვანმა იმუშავა. მათ ახლა სულ სხვა მოწიწებით ვუყურებ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ დენიელია".
დენიელი იყო აგრეთვე ერთ-ერთი ჰარი პოტერის იმ ვარსკვლავებიდან, რომლებიც როულინგის შეხედულებებს გენდერულ საკითხებზე ღიად დაუპირისპირდნენ. ტრანსფობიაში არაერთხელ დადანაშაულებული მწერლის განცხადებებს ასევე ირიბად უპასუხეს პოტერიადაში სხვა მთავარი როლების შემსრულებლებმა, რუპერტ გრინტმა (რონ უისლი) და ემა უოტსონმაც (ჰერმიონ გრეინჯერი). შედეგად, ავტორსა და მსახიობებს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ შეკითხვაზე, თუ რომელი კინოვარსკვლავები აკარგვინებენ ფილმისადმი ინტერესს თავიდანვე, როულინგმა სწორედ პოტერიადის სამეულზე მიანიშნა. მეტიც, მწერალმა თქვა, რომ სამეულს მათ განცხადებებს "არასდროს აპატიებს".
- "არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც დეიდაჩემია" — რუპერტ გრინტი როულინგზე
- "იმედი მაქვს, მოვახერხებ, ისევ მიყვარდეს ხალხი, რომელთაც შეიძლება არ ვეთანხმებოდე" — ემა უოტსონი როულინგზე
აღსანიშნავია, რომ როულინგს პოტერიადის რამდენიმე ვარსკვლავი გამოექომაგა, მათ შორის, ტომ ფელტონი (დრაკო მალფოი), ჰელენა ბონემ კარტერი (ბელატრის ლესტრეინჯი) და ედი რედმეინი (ნიუტ სკამანდერი ჯადოსნური ცხოველების სერიაში). მწერალს მხარი დაუჭირა ჰარი პოტერის ფილმების შემქმნელმა კინოსტუდია Warner Bros.-მაც.
ფოტო: Getty Images
საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა HBO-ის ეკრანიზაციაში, როგორც როულინგთან ასოცირებულ პროექტში, მსახიობების მონაწილეობასაც. ჰარი პოტერის სერიალში ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელმა ჯონ ლითგოუმ ინტერვიუში თქვა, რომ უარყოფითი გამოხმაურების გამო როლი ლამის დატოვა კიდეც. როულინგისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს სევერუს სნეიპის როლის ახალ შემსრულებელსაც, პააპა ესიედუს.
სერიალში კი როულინგის როლი მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ასოცირება. იგი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერის როლში გვევლინება. მწერალი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა კიდეც ტრეილერის გამოსვლას და აღნიშნა, რომ "შედეგით კმაყოფილია".
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
კომენტარები