Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
Forbes-მა საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის კონსოლიდირებულ რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც შვიდი მოქმედი პოლიტიკოსია, ამ შვიდიდან ხუთი მმართველი პარტია ქართული ოცნების წევრია, ოთხი კი მოქმედი პარლამენტარია.
ეს შვიდი პოლიტიკოსია: ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი; ძლიერი საქართველოს ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე; პარლამენტის დეპუტატები ქართული ოცნებიდან ელგუჯა გოცირიძე, ანტონ ობოლაშვილი, შოთა ბერეკაშვილი და ზაალ დუგლაძე.
სულ ასეულში 12 ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსი მოხვდა:
1. ბიძინა ივანიშვილი და ოჯახი, წყარო: ინვესტიციები, ქონება — ₾7.2 მლრდ;
2. კახაბერ ოქრიაშვილი, წყარო: პე-ეს-პე, ქონება — ₾1,1 მლრდ;
3. თემურ კოხოძე, წყარო: თეგეტა, ქონება — ₾758 მლნ;
4. მამუკა ხაზარაძე, წყარო: თიბისი ბანკი, ქონება — ₾732 მლნ;
5. ბადრი ჯაფარიძე თიბისი ბანკი, ქონება — ₾478 მლნ;
6. ელგუჯა გოცირიძე, წყარო: ჩაჩავას კლინიკა, ქონება — ₾346 მლნ;
7. ცეზარ ჩოჩელი, წყარო: ზედაზენი/ბარამბო, ქონება — ₾297 მლნ;
8. ანტონ ობოლაშვილი, წყარო: გლობალფარმი, ქონება — ₾245 მლნ;
9. ივანე ჩხარტიშვილი, წყარო: Smart Capital Grou, ქონება — ₾240 მლნ;
10. არჩილ გეგენავა, წყარო: სპარი/იოლი/კალათა, ქონება — ₾158 მლნ;
11. შოთა ბერეკაშვილი, წყარო: ბიქეი ქონსთრაქშენი, ქონება — ₾122 მლნ;
12. ზაალ დუგლაძე, წყარო: დუგლაძეების ღვინის კომპანია, ზაალ და დავით დუგლაძეების ქონება — ₾116 მლნ.
ასეულის სათავეშია 50 წლის მიხეილ ლომთაძე. მისი სამეწარმეო ქონება ₾16 მლრდ-მდეა შეფასებული, ხოლო საქმინობის სფერო ფინანსები და ინვესტიციებია. ლომთაძე ყაზახეთის ციფრული და საბანკო სერვისების წამყვანი კომპანიის "კასპის" CEO და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.
მეორე ადგილზეა მმართველი პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ₾7 მლრდ-იანი ქონებით.
პირველ ხუთეულში არიან ასევე:
"მაგთიკომის" 75%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯოხთაბერიძე ₾3 მლრდ-მდე ქონებით;
₾2 მლრდ-ზე მეტი ქონებით ირაკლი რუხაძე, რომელიც ფლობს: "მაგთის" აქტივების 25%-ს, "ქართული ცემენტის" 41%-ს, თითქმის სრულად "ლიბერთი ბანკს" და სრულად "რუსთავის ფოლადს";
2 მლრდ-მდე ქონებით თემურ ჭყონია. მას აქვს 87%-იანი წილი "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაში" და 90%-იანი წილი შპს "თ და კ რესტორნებში", რომელიც ეკუთვნის „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელს.
რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება ₾60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. უმდიდრეს მეწარმეთა ასეულის პირველი ათეული საერთო ქონების დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, ხოლო პირველი ხუთეული – თითქმის ნახევარს. ამასთან, საქართველოს უმდიდრესთა ასეულში 12 ქალია. რეიტინგში ყველაზე ხანდაზმული მეწარმე — ლაურა ლარიონი 90 წლისაა (კომპანია Pace), ყველაზე ახალგაზრდები — დიმიტრი ნიშნიანიძე (კომპანია "შარმ ტრეიდინგი") და დავით ხეჩიკაშვილი (კომპანია "აი-ბი-ჯი") 25 წლისები არიან.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები