მეშვიდე გარდაცვლილი საქართველოში და მილიონზე მეტი გამოჯანმრთელებული ადამიანი მსოფლიოში — 1-ელი მაისის შეჯამება
ფოტო: REUTERS
1-ელი მაისის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 3 334 416;
- გარდაცვლილი — 237 943;
- გამოჯანმრთელებული — 1 050 768.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 566;
- გამოჯანმრთელებული — 207;
- გარდაცვლილი — 7;
- კარანტინის რეჟიმში — 5025;
- სტაციონარში — 540;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
FDA-მ რემდესივირი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაუშვა
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ რემდესივირი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
მედიკამენტის გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვება FDA-ის მიერ მედიკამენტის სრულფასოვნად დამტკიცებას (როგორც ეს სტანდარტულ შემთხვევებში ხდება ხოლმე) არ ნიშნავს. არამედ, ეს მიდგომა იმედისმომცემ პრეპარატებთან მიმართებაში მაშინ გამოიყენება, როდესაც დაავადების მკურნალობის სხვა დადასტურებული მეთოდი არ არსებობს. FDA-ს აზრით, გარკვეულ პაციენტებში, რემდესივირის დადებითი გავლენა მისი გამოყენების შესაძლო რისკებს აჭარბებს.
ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, მედიკამენტის გამოყენება იმ ჰოსპიტალიზებული პაციენტების შემთხვევაში შეიძლება, რომელთაც დამატებითი ჟანგბადი ან სუნთქვის აპარატი სჭირდებათ.
დღის ფოტო: ესპანელი პაციენტების რეაქცია, რომლებიც კლინიკიდან დროებით გარეთ გამოვიდნენ
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
მსოფლიოში კორონავირუსისგან მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პირველ მაისს მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- WHO მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო გლობალური ჯანდაცვის მდგომარეობა ჯერ კიდევ საგანგებოა;
- WHO-ს უნდა რცხვენოდეს, რადგან ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობების სააგენტოსავით მოიქცა — დონალდ ტრამპი;
- რუსეთის მშენებლობის მინისტრსა და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდათ;
- ჩინეთი კორონავირუსთან ბრძოლისთვის მოსახლეობას სახლებთან კამერებს უყენებს;
- რუსეთის განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 7 933 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა;
- ბორის ჯონსონი: დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის პიკი გადალახა.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
საქართველოში კორონავირუსით მე-7 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში ახალი ვირუსით გარდაცვლილი მე-7 ადამიანია. გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია. ის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ადამიანი მაღალი რისკის პაციენტი იყო.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.
რა ხდება საქართველოში
პირველ მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია მოაწყო. მან კიდევ ერთხელ განმარტა მთავრობის სტრატეგია და ოპოზიციის საპასუხოდ თქვა, რომ "ეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფოდ შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა" არის.
მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც უსაფრთხო დერეფნებს გახსნის და ტურისტების მიმოსვლას აღადგენს.
უსაფრთხო ტურისტული პოტენციალის გარდა, მინისტრმა თქვა, რომ პანდემიის მიუხედავად, რამდენიმე მსხვილმა ბიზნესმა საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და ამის ერთ-ერთი მაგალითად ენერგეტიკულ ბაზარზე იაპონიის "გიგანტი" კომპანიის შემოვსვლა დაასახელა.
კიდევ ერთი საკითხი რაზეც თურნავამ ისაუბრა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმ პროგრამების გაფართოებას შეეხებოდა, რომელიც ვიწრო ჩამონათვალის ინდუსტრიებისთვის იყო განკუთვნილი. მისი თქმით, თუ სესხის პროცენტის სუბსიდირება აქამდე 104 დარგს ეხებოდა და ახლა 211 დარგი იქნება მოცული.
პრეზენტაციისას მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ პანდემიის პროცესი "უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის" და მთავრობის მიერ 9 ძირითად პროდუქტზე ფასების დააზღვევა და "ნეგატიურ ტრენდს" სრულად ვერ გაანეიტრალებს.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- მშრომელთა უფლებები პანდემიამდე და პანდემიის შემდგომ პერიოდებად გაიყო — ირაკლი პეტრიაშვილი;
- გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება;
- ლალი ტურძელაძე ადასტურებს, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა;
- ბოლნისში ადგილობრივებმა ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა საავადმყოფოში გადაყვანის საშუალება არ მისცეს;
- თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ, მე მომმართეთ — სოფო კილაძე ტრანსგენდერებს;
- ჩინური მხარემ მედიის მხრიდან საქართველოს არასწორი ინტერპრეტაციით ხსენებას ემიჯნება — საგარეო საქმეთა სამინისტრო;
- კორეამ საქართველოში კორონავირუსის ტესტების ახალი მარაგი გამოგზავნა — საელჩო;
- გლდანის ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ დასაწყობებული პროდუქტი ფუჭდება და ნაგავში ყრიან;
- კორონავირუსით გარდაცვლილის ცოლიც ინფიცირებულია და ისიც უმძიმესია — ლალი ტურძელაძე;
- ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები მიუღებელია — პრეზიდენტი;
- 2 მაისს ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის აღნიშვნა გაუქმდა.
ამბავი რომელმაც გაგვაღიმა
მარნეულში ქალებმა Covid-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს, რათა მოსავალი შეუნარჩუნონ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს.
UN Women Georgia-ს ინფორმაციით, ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. რა თქმა უნდა, ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს.
"სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ", — ამბობს ნაირა.
ნაირა პაქსაძე ფონდ ტასოს სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტშიც აქტიურადაა ჩართულ
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 50 000 გარდაცვლილი აშშ-ში და საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა — 24 აპრილის შეჯამება;
- აგრესიული ტესტირება საქართველოში და 200 000-ზე მეტი გარდაცვლილი მსოფლიოში — 25 აპრილის შეჯამება;
- თითქმის 3 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და პიკი საქართველოში — 26 აპრილის შეჯამება;
- 3 მლნ-ზე მეტი ინფიცირებული და შემსუბუქებული შეზღუდვები საქართველოში — 27 აპრილის შეჯამება;
- საქართველო ფართო ტესტირების მოლოდინში და მილიონზე მეტი ინფიცირებული აშშ-ში — 28 აპრილის შეჯამება.
- საქართველო დამატებითი ტესტებით და მსოფლიო ზომების შემსუბუქების მოლოდინში — 29 აპრილის შეჯამება;
- შვედური მოდელის განხილვა და ინფიცირებული რუსეთის პრემიერი — 30 აპრილის შეჯამება.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა





კომენტარები