30 პროექტი, 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნილი შესაძლებლობა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
30 საგანმანათლებლო პროექტი, 53 პარტნიორი ორგანიზაცია, 300 000-ზე მეტი ბენეფიციარი — ეს საქართველოს ბანკის მიერ 2025 წელს განხორციელებული პროექტების და მათი მასშტაბების მხოლოდ ნაწილია. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მიზანდასახული ადამიანებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
11 რეგიონი, 25 სკოლა, 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა — საქართველოს ბანკი უკვე მეექვსე წელია ინოვაციური ბიბლიოთეკების, იდეათეკების პროექტს ახორციელებს და მოსწავლეებისთვის ქმნის შემეცნების, ახალი აღმოჩენების სივრცეს. იდეათეკების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2000-მდე მოსწავლე, 300-ზე მეტი სტიპენდიატი — STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტია, რომლის ფარგლებშიც ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას. წელს STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, კურსი კი საუკეთესო შედეგის 700-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა.
300-ზე მეტი სკოლა, 1500-ზე მეტი მოსწავლე — საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი STEM ოლიმპიადაა, რომელშიც წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.
105 000-ზე მეტი მოსწავლე — საქართველოს ბანკი I-VI კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადა ევერესტის გენერალური სპონსორია. ოლიმპიადაში ყოველწლიურად 35 000 მოსწავლე მონაწილეობს, გამარჯვებულებს კი საქართველოს ბანკისგან ლეპტოპები გადაეცემათ.
400-მდე მოსწავლე — საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და GITA-ს თანამშრომლობით შექმნილი პროექტი — Code IT, პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში — ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. ინიციატივის ფარგლებში, წელს 170 მოსწავლე გადამზადდა.
21 ადგილობრივი უნივერსიტეტი, 350-ზე მეტი სტიპენდიატი — საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. ინიციატივის ფარგლებში, წელს 210 სტიპენდიატი გამოვლინდა.
68 სტიპენდიატი — 2025 წლიდან საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UNI Grant-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. წელს უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 68 სტიპენდიატი.
3 საერთაშორისო სტიპენდია, 56 სტიპენდიატი — CHEVENING-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე, სრული დაფინანსებით. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 50-ზე მეტი სტიპენდიატი, წელს კი მათ კიდევ 5 შეემატა.
7 პროფესიული აკადემია, 20 სტიპენდიატი — საქართველოს ბანკი, ახალგაზრდების მხარდასაჭერად, კიდევ ერთ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, პროფესიულ აკადემიებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ინიციატივის ფარგლებში, წელს უკვე გამოვლინდა 20 სტიპენდიატი.
180 მასწავლებელი, 10 ფინალისტი, 1 გამარჯვებული — განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. წელს პროექტში მონაწილეობა 180-მა მასწავლებელმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოს ბანკის, MasterCard-ისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივით, წელს AI სტიპენდია ქალებისთვის შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც სტიპენდიატები მალე გამოვლინდებიან და შეეძლებათ პროფესიულ აკადემიებში დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს.
ამასთან, საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, მართავს ტრენინგებს მშობლებისთვის, სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის. ასევე, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობას აძლევს მათ, დანერგონ ფინანსური განათლების კურსი, რომელიც მორგებული იქნება, როგორც უნივერსიტეტის, ისე სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებსა და სპეციფიკაზე.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. სხვა შესრულებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები