ენოტი სასმელების მაღაზიაში შეიჭრა, გატყვრა, იქაურობა დალეწა და ტუალეტში მიიძინა (ვიდეო)
არა, ჩვენც მთვრალები არ ვართ...
ფოტო: Reuters
აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ერთ პატარა ქალაქ ეშლენდში, სასმელების მაღაზიის თანამშრომელს უქმეებიდან დაბრუნებულს უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა: ობიექტი გატეხილი იყო, იქაურობა კი — ალეწილ-დალეწილი. უფრო ზუსტად, სანამ მაღაზია მადლიერების დღისთვის დაეკეტათ, ვიღაცას ჭერი დაეზიანებინა, თაროებიდან სასმელები ჩამოეყარა და მთელი იატაკი მოერწყო.
დამნაშავის მოძებნას დიდი დრო არ დასჭირვებია — ადგილის გულდასმით დათვალიერების შემდეგ, მას საპირფარეშოში მიაგნეს არხეინად მიძინებულს. როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი, არც მეტი, არც ნაკლები, ენოტმა მოაწყო. ეგ კი არა, გალეშილ ცხოველს საყვარელი სასმელიც ჰქონია: შოტლანდიური ვისკი.
მაღაზიაში მაშინვე გამოიძახეს ცხოველების კონტროლის სამსახურის ოფიცერი სამანტა მარტინი, რომელმაც გამოძინებული და გამოფხიზლებული ცხოველი ხითხითით გადაიყვანა თავშესაფარში "გამოკითხვაზე".
"პირადად მე, ენოტები მიყვარს", — აღნიშნავს სამანტა, — "პატარა ონავრები არიან. როგორც ჩანს, მაღაზიაში ჭერიდან შემოძვრა, მერე კი ყველაფერი დალეწა და დალია".
არცთუ კულტურული ქცევის მიუხედავად, ენოტს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა (ნაბახუსევის გარდა, ცხადია), ამიტომ, რამდენიმესაათიანი ძილის შემდეგ, კვლავ ველურ ბუნებაში დააბრუნეს. ცხოველების კონტროლის სამსახურის ოფიცრისთვის მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დღე იყოო, ამატებს სამანტა. თუმცა, მაღაზიის მეპატრონეები ალბათ არ დაეთანხმებიან...
რაც მთავარია, სამეთვალყურეო კამერების საშუალებით, ამ სახალისო ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც შემოგვრჩა:
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე "განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
"ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე "ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები