ვუერთდები საქართველოსთვის სანქციებზე მსჯელობას — კონგრესმენი რენდი ვებერი
ტეხასის შტატის კონგრესმენმა, რენდი ვებერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი მოსწერა, რომელშიც აშშ-ს ორპარტიულ შეშფოთებას უერთდება საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უკუსვლასთან დაკავშირებით. რენდი ვებერი წერილს ტვიტერზე აქვეყნებს.
კონგრესმენი შეშფოთებულია: მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების სამიზნედ ქცევისა და შევიწროების გამო.
როგორც კონგრესმენი ამბობს, შარშან მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტს. თუმცა, მისი თქმით, ეს აქტი არ ითვალისწინებს მხარდაჭერას იმგვარი მმართველობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.
ვებერი სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში 50%-ით არის შემცირებული. ასევე, აღნიშნავს, რომ კორუფციის აღქმის ინდექსი ქვეყანაში 2015 წლიდან უარესდება. მისივე თქმით, ასეთი პირობებში უცხოური ინვესტიციების კლება მოულოდნელი არ უნდა იყოს.
"ამერიკული და ევროპული ბიზნესი ასეთ გარემოში მნიშვნელოვან გამოწვევებს ხედავს და არის შევიწროების, კონტრაქტების გაწყვეტისა და ექსპროპრიაციის თავდასხმების შემთხვევები. ამის მაგალითია გაზისა და ნავთობის კომპანია ჩემი მშობლიური შტატიდან, ჰიუსტონიდან ფრონტერა რესურსი", — წერს ვებერი.
წერილში ასევე ნახსენებია ფეისბუქის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ანგარიშებიც, რომელთა მიზანიც კონგრესმენის თქმით, ქართული ოპოზიციის განადგურება და ანტიდასავლური განწყობების, განსაკუთრებით აშშ-ს მიმართ, გაძლიერება იყო.
როგორც ვებერი წერს, საქართველოში არსებული ნეგატიური ტენდენციების გამო, აშშ-ში გახშირდა სანქციებისა და სხვა ჯარიმების დაწესებისკენ მოწოდებები. მისი თქმით, აპირებს, რომ შეუერთდეს კონგრესის წევრებს, რომლებიც მომხრე არიან, რომ საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტი მიიღონ.
ბოლო ორი თვეში საქართველოს მთავრობამ აშშ-დან კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილები მიიღო. წერილებში იყო გამოთქმული შეშფოთება მიმდინარე მოვლენების, აქციების დაშლის, პროპორციული სისტემის ჩაგდების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო და აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:
- აშშ-ს სენატის წევრები საქართველოს მთავრობას გამაფრთხილებელი წერილით მიმართავენ
- პოლიტიკური მოკავშირეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს — სენატორები
გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე:
- საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა საჩუქარია პუტინისთვის — კონგრესმენი
- გაოგნებულები ვართ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების გამო — კონგრესმენები გახარიასთვის მიწერილ წერილში
- საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით — ამერიკელი კონგრესმენი გახარიას
- პოლიტიკური დევნა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენცია — აშშ-ს ოთხი კონგრესმენის წერილი გახარიას
- არჩევნები, ანაკლიის პორტი, FB-ს გაუქმებული ანგარიშები — რა საკითხებზე მიწერეს კონგრესმენებმა გახარიას
- პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური დევნა, უზენაესი სასამართლო — ჰელსინკის სენატორის წერილი
- საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს — კონგრესმენი პიტ ოლსონი
- ბიძინა ივანიშვილი პუტინის მარიონეტია — კონგრესმენი პიტ ოლსონი
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები