საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა საჩუქარია პუტინისთვის — კონგრესმენი
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ "შოკირებულია" მომხდარით. კინზინგერი განცხადებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს, სადაც ის წერს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა პუტინისთვის საჩუქარია:
"ეს გაანადგურებს საქართველოს პროგრესს, რომელიც მიღწეულია აგრესიული და თავდამსხმელი მეზობლის, რუსეთისგან სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად".
ადამ კინზინგერი გასულ კვირას ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდა. ის იხსენებს, რომ ვიზიტისას კმაყოფილი დარჩა, რადგან ეს რეფორმა გარდაუვალი ჩანდა.
"ეს ვალდებულება ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოებამ და უფრო მეტიც, ქართველმა ხალხმა დააკისრა. იმედი მაქვს ეს სიტუაცია გამოსწორდება, და გამოსწორდება ძალიან მალე. როდესაც რეგიონს ვუყურებთ, მნიშვნელოვანია, დავიმახსოვროთ რომ რუსეთი კრახს განიცდის თავისი რეპრესიული მმართველობის გამო. საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს იმაზე მეტს, ვიდრე ეს პარლამენტმა აჩვენა", — წერს კონგრესმენი.
ადამ კინზინგერი, როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განაახლოს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ და "გაიტანოს ეს მნიშვნელოვანი რეფორმა":
"ქართველებს სურთ ხალხის მთავრობა, მთავრობა ხალხისთვის და ხალხის მიერ. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად უკავშირდება დასავლეთს და რომელიც აღიარებული იქნება, როგორც ნატოს მოკავშირე".
14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. სწორედ ამ მიზეზის გამო რამდენიმე ათასი ადამიანი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა.
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
კომენტარები