ირანული მამლის ფიგურა, შანდლები, დესაო, კონსოლი — რაში დახარჯა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 მილიონ ლარზე მეტი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის მოსაწყობად სარეზერვო ფონდიდან 2 800 000 ლარი გამოიყო. IDFI წერს, რომ 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, რომლის შერჩევაშიც ეროვნული მუზეუმის სამუშო ჯგუფი იყო ჩართული. გარდა ამისა, 255 000 ლარი ამ ნივთების რესტავრაციას დასჭირდა, ხოლო 720 225 ლარი თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას.
IDFI-ს ინფორმაციით, ანტიკვარულ ნივთებს შორისაა: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა. მათივე თქმით,შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი, რომლის ღირებულება 59 000 აშშ დოლარია.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს IDFI-ს ინფორმაციით:
- ადმინისტრაციამ ოთხ ანტიკვარულ ჭაღში — ჯამში 133 410 აშშ დოლარი გადაიხადა;
- პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) "ბიუროს სეკრეტერი" — 18 100 აშშ დოლარი;
- შვიდი ირანული ფერწერული ტილო — 8 500 აშშ დოლარი;
- ირანული მამლის ფიგურების წყვილი — 4 310 აშშ დოლარი;
- 3 წყვილი შანდალი — თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე;
- 3 ბუხრის საათი — თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე;
- შუა აზიური ორი ხალიჩა — თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;
ორგანიზაციის განცხადებით, შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის: 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული არის ფრანგული, 6 ერთეული არის რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული — შუა აზიური.
IDFI-ს ინფორმაციით, რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი). მათივე თქმით, თანამედროვე ავეჯს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 13 000 ევროს და 10 300 ევროს ღირებულების ტახტები.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, პრეზიდენტის რეზიდენციისთვის შესყიდულია 120 ერთეული თანამედროვე სანათი საშუალება: 17 ჭაღი, 49 ბრა, 38 ტორშერი, 9 მაგიდის ლამპა, 7 ნათურა. მათი ფასებია:
- 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს;
- 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი 300-დან 4 000 ლარამდე;
- 49 ბრიდან თითოეულის ფასი 700-დან 2700 ლარამდე;
- 9 მაგიდის ლამპიდან თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე;
- 7 ნათურა — თითოეულის ფასი 41,9 ევრო.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში თავისი სურვილით ცხოვრობს. ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ ავლაბრის პრეზიდენტის სასახლის "აურა და ჰაერი არ მოუხდებოდა".
განახლება: სათაურის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ადმინისტრაციამ 2 800 000 ლარი დახარჯა. ეს არის თანხა, რომელიც სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, თუმცა დაიხარჯა 2 174 783 ლარი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები