ადამიანის უფლებებზე მომუშავე 6 NGO საერთო განცხადებას ავრცელებს
ფოტო: Getty Images
კოალიცია თანასწორობისთვის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე 6 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს შსს-სა და პროკურატურას:
- "დროულად მოახდინონ ტრანსგენდერი ქალის მიმართ გამოვლენილი სასტიკი ძალადობის საქმის ირგვლივ ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლა, მათ შორის, სავარაუდო სიძულვილის მოტივის შეფასება";
- "დროულად მოახდინონ დამნაშავე პირ(ებ)ის იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ დევნის დაწყება";
- "საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოებმა მოახდინონ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება გამოძიების პროგრესის თაობაზე";
- "პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ დაგმონ აღნიშნული ფაქტი და მყარი პოზიცია დაიკავონ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ."
განცხადების თანახმად, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის საქმეში გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც საკმარისია იმისათვის, რომ გამოძიებას შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს:
"OSCE/ODIHR -ის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულში თუ დანაშაულის მსხვერპლი უმცირესობის წარმომადგენელია ან ისტორიულად მარგინალიზებულ და ჩაგრულ ჯგუფს წარმოადგენს, აღნიშნული უკვე საკმარისია, რათა სამართალდამცავმა ორგანომ შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივზე გამოძიება დაიწყოს. ამასთან, ძალადობრივ დანაშაულებში, როდესაც სხვა უფრო აშკარა მოტივის იდენტიფიცირება პირველად ეტაპზე ვერ ხერხდება და როდესაც მსხვერპლისა და სავარაუდო დამნაშავეს განსხვავებული იდენტობა აქვთ, დანაშაულის სიმძიმე და მისი სისასტიკე, წარმოადგენს ძლიერ ინდიკატორს, იმის მისანიშნებლად, რომ დანაშაული შეუწყნარებლობის მოტივით იქნა ჩადენილი."
განცხადების თანახმად, ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტურმა პოლიტიკამ და მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებმა საზოგადოებაში დაუსჯელობის გარემო შექმნა და ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფად აქცია. ამიტომ კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს შსს-ს, დააფიქსიროს მყარი პოზიცია, რომ სიძულვილის მოტივით და თანასწორობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს სახელმწიფო სრული სიმკაცრით ებრძვის.
არასამთავრობოების აზრით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულებამ და პოზიციებმა გააუარესა ლგბტ ადამიანების მდგომარეობა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება:
"წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებულმა სიძულვილის ენამ, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოებაში მორალური პანიკის წარმოებისა და ლგბტ პირთა პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას (ამ კუთხით, ხაზი უნდა გაესვას ქორწინებასთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ დაყენებულ ინციატივას), ხელი შეუწყო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე პირთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების გაუარესებას, რომელიც ძალადობასა და დისკრიმინაციულ პრაქტიკაში გამოიხატა."
კოალიცია თანასწორობისთვის შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შედგება:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
- ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF);
- იდენტობა;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- კავშირი საფარი
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
კომენტარები