5 თვის წინ გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ პრემიერ-მინისტრობა არ სურდა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
5 თვის წინ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ პრემიერ-მინისტრობა არ სურდა, დღეს კი ბიძინა ივანიშვილმა ის ამ თანამდებობაზე წარადგინა.
"უბრალოდ ვერ ვხედავ, არც სურვილი მაქვს. ვთვლი, რომ რასაც ვაკეთებ არის უაღრესად მნიშვნელოვანი", — განაცხადა გიორგი გახარიამ 22 მარტს TV პირველის ეთერში და დაზუსტა, რომ გამორიცხავს მთავრობის მეთაური გახდეს.
გახარია ასევე, ამბობდა, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიების დასრულებამდე გადადგომას არ აპირებდა, თუმცა დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ არის.
გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნაზე პირველად ვარაუდები მაშინ გაჩნდა, როცა ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. მაშინ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნა. გახარიას პრემიერად დანიშვნაზე ინფორმაცია მეორედ TV პირველმა და IPN-მა გაავრცელეს, რაც დადასტურდა კიდეც.
გიორგი გახარიას ხმაურიანი შს მინისტრობა
მას შემდეგ, რაც პოლიციამ 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია დაშალა, რა დროსაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და ორმა თვალი დაკარგა, მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია #სირცხვილია დაიწყო. გახარია ამბობდა, რომ დაშლის ბრძანება თვითონ გასცა და ასევე ამტკიცებდა, რომ აქციის მონაწილეები ინფორმირებულები იყვნენ, როცა დაშლა დაიწყო. მისი თქმით, პოლიციას არ გამოუყენებია არც ერთი ტყვია, რომელიც კანონით აკრძალულია. გახარია ამბობდა იმასაც, რომ ყველაფერი, რაც აქციის ღამეს მოხდა მისი პასუხისმგებლობაა.
გახარიას მინისტრობას უკავშირდება არაერთი გახმაურებული საქმე. მათ შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაც, როცა მინისტრი მეოთხე დღესვე ამტკიცებდა, რომ ყველა დამნაშავე დაკავებულია, გამოძიება კი ამ დრომდე გრძელდება და ერთ-ერთი ბრალდებული ერთი წლის შემდეგ დააკავეს. მის სახელს უკავშირდება ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაცია და საპროტესტო აქციები, რომელიც მინისტრმა "ბოდიშით" დაასრულა. მისი მინისტრობის დროს არ მიეცა LGBTQI თემს უსაფრთხოების გარანტიები საპროტესტო აქციების გასამართად და პრაიდის ჩასატარებლად. მისივე ბრძანებით ჩატარდა სპეცოპერაციაც პანკისში, რომელიც მოსახლეობასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სხვადასხვა საქმეზე მას შანტაჟსა და მუქარაშიც ადანაშაულებდნენ, რასაც ის უარყოფდა. მათ შორის თიბისი ბანკის. თიბისის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მინისტრისგან წინასაარჩევნო პერიოდში მუქარის წერილი მიიღო. შანტაჟზე საუბრობს ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ოჯახიც, რომელიც, ასევე, გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს.
პროფესიული გამოცდილება
გიორგი გახარიას არის ბიზნესის მართვის და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. 1994-2000 წლებში ის სწავლობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, პოლიტიკურ მეცნიერებების განხრით. 2002-2004 წლებში კი სწავლობდა ისევ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში ბიზნესის მართვის სპეციალიზაციით.
- 2019 წლის აპრილიდან დღემდე — ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი;
- 2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე — საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი;
- 2016 წლის 27 ნოემბერი - 2017 წლის 13 ნოემბერი — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
- 2014 წლის დეკემბერი - 2016 წლის სექტემბერი — ეკონომიკური საბჭოს მდივანი;
- 2013 წლის მარტი - 2016 წლის ივლისი — საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;
- 2008 წლის ნოემბერი - 2013 წლის თებერვალი — Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში;
- 2006 წლის სექტემბერი - 2009 წლის მაისი — მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი;
- 2004 წლის მაისი - 2008 წლის ნოემბერი — SFK Group - გენერალური დირექტორი
პროცედურები დასანიშნად
პროცედურულად, ქართულმა ოცნებამ გახარიას კანდიდატურა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად, რომელსაც იგი უკვე პარლამენტს გადაუგზავნის განსახილველად. შვიდდღიან ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. მან, ასევე, უნდა წარადგინოს სამთავრობო პროგრამაც. ამის შემდეგ კიდევ შვიდი დღის განმავლობაში, პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. მაქსიმუმ 21 დღეში ახალი მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს.
გაიგეთ მეტი:
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები