როდესაც გავიგე ეს სიტუაცია იყო, დავბრუნდი — გორის მერი შვებულებიდან გამოვიდა
"ჩამოვედი", — ასე პასუხობს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი საზოგადოების კრიტიკას მის შვებულებაში ყოფნაზე. თავზარაშვილი განმარტავს, რომ შვებულებაში მას შემდეგ, გავიდა რაც გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაიწყო. მისი თქმით, 7 აგვისტოს, როცა საოკუპაციო რეჟიმმა ძელების გავლება დაიწყო, ის სოფელში იმყოფებოდა და მოსახლეობასაც შეხვდა.
"4 დღე მქონდა აღებული [შვებულება]. მანამდე, 7-ში როდესაც დაიწყებს ჩარჭობა მილების, ვიყავი იქ. შევხვდი საკრებულოს წევრი იყო იქ, ჩვენი წარმომადგენელიც იყო. მათთან მქონდა ურთიერთობა. მეორე დღეს არაფერი ხდებოდა, მიწყნარდა ეს საქმე, შეჩერდა. შემდეგ წავედი და როდესაც გავიგე ეს სიტუაცია იყო დავბრუნდი", — ამბობს ის რუსთავი 2-თან საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვაზე რატომ დაბრუნდა 5 დღის შემდეგ, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფ რეგიონში ოკუპანტები მიწას იტაცებდნენ, მერი პასუხობს, რომ იმაზე მეტს ვერ გააკეთებდა, რასაც მისი წარმომადგენლები აკეთებდნენ. მისივე თქმით, მოადგილე საქმის კურსში აყენებდა.
"იგივეს აკეთებდნენ, რაც მე უნდა გამეკეთებინა. ამიტომ, როდესაც ასეთი ამბავი მოხდა მე დავბრუნდი. გაკეთებით ვინ, რას გააკეთებდა? თქვენ გააკეთებდით? ან ოპოზიციური პარტიები? ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა", — აცხადებს ის.სსს
გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში შეწყდა. 15 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა განახლა.
რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა მათი საცხოვრებელი სახლი, სათავსო, ყანები და სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. რაზმაძეების ოჯახმა სახლი მთლიანად დაშალა და საშენი მასალა გამოიტანა.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, გორის მერი კი რამდენიმე დღე არ ჩანდა. როგორც მან განაცხადა, სოფელში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავიდოდა. მოსახლეობა მერის ამ პასუხს კრიტიკულად შეხვდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები