ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპელი ლიდერების გამოხმაურება აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე
"საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა", — საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილია რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე.
ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა როგორც აფხაზეთში, ასევე, ოკუპირებულ ცხინვალში. ევროკავშირი მიესალმება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაზე მიმართულ ყველა მხარის "გულწრფელ და აპოლიტიკურ მცდელობებს".
"1990-იანი წლებიდან ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას ცდილობდა. ეს ძალისხმევა არსებითად გაიზარდა 11 წლის წინ და დღემდე გრძელდება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ ძალისხმევას, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის...", — წერია განცხადებაში.
აგვისტოს ომს ეხმაურება ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯონათან ჯანოგლი და ტვიტერზე წერს, რომ 11 წელი გავიდა რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან:
"ნება მოგვეცით დაგანახოთ ჩვენი განგრძობითი მხარდაჭრა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი".
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ასევე დადასტურებულია მათი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განცხადებაში წერია, რომ უკრაინის საგარეო უწყება მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".
"გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტის გაყინვამ, აგრესორს ხელები გაუხსნა და 2014 წელს აგრესიის უკრაინაზე გადატანის საშუალება მისცა", — ნათქვამია განცხადებაში.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი წერს, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ანექსიასა და ოკუპაციას.
"სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, მას ყირიმი და დონბასი მოჰყვა".
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ლატვიამაც გამოუცხადა მხარდაჭერა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა დაწერა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დაასრულოს და ჯარები გაიყვანოს", — ამბობს ედგარ რინკევიჩი.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და მცოცავი ოკუპაციის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები