პირველადი ინსპექტირებისთვის ავტომობილის მფლობელებმა 16 მილიონზე მეტი დახარჯეს — IDFI
ფოტო: IDFI
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სრული და 2019 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით პირველადი ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა სულ 232 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, აქედან:
- გაიარა ჯამში 117 640-მა;
- დახარვეზდა ჯამში 114 830.
ამავე კვლევით ავტომობილების მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში ჯამში, 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.
მონაცემები თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა. მათივე ცნობით, განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა სულ 80 999 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, აქედან:
- გაიარა ჯამში 76 669-მა;
- დახარვეზდა ჯამში 4 330.
"ეს ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე დახარვეზებული 114 830-დან განმეორებითი ინსპექტირების ვალდებულება არ შეასრულა 33 831-მა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა, ხოლო 76 669-მა გამოასწორა გამოვლენილი ხარვეზები. ორივე ეტაპის გავლის შემდეგ დახარვეზებულთა რაოდენობამ სულ 4 330 შეადგინა", — ნათქვამია კვლევაში.
2019 წლის იანვრის მონაცემებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული აქტიური სტატუსით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 89,9 პროცენტი 2009 წლამდეა გამოშვებული, ხოლო ტექ.ინსპექტირებაში მონაწილე ავტომობილების 83%-ის წლოვანებაა 10 წელი და მეტი.
"ზემოთ ნახსენები ანგარიშების მიხედვით კი ათი და მეტი წლოვანების ავტომობილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია. გრაფიკებიდან ჩანს, რომ 2000 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნახევარზე მეტი წარმატებით გადის ტექნიკურ ინსპექტირებას", — აცხადებენ IDFI-ში.
IDFI წერს, რომ ტექნიკური ინსპექტირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ვერ გადიან ინსპექტირებას, წარმოადგენენ თუ არა გარემოსათვის საფრთხეს.
"ხარვეზის დადგენის საფუძვლის არ აღრიცხვა პრინციპულად ეწინააღმდეგება ტექნიკური ინპექტირების მიზანს გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების კუთხით, რადგან ვერ ხდება იდენტიფიცირება თუ რა პრობლემის გამო ვერ გადიან ავტომობილები ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც პირველი, ასევე განმეორებითი ინსპექტირების შემთხვევაში", — ნათქვამია კვლევაში.
ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ ვერ შეფასდება, თუ რამდენად აისახება ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება ჰარის დაბინძურებაზე და გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი გამუჯობესებას გარემოს დაცვის მიმართულებით.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა



კომენტარები