ODIHR მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედონ FARA-ს იმპლემენტაციას და ის "ყურადღებით ხელახლა შეფასდეს"
ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) ოცნების ხელისუფლების მიერ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის გამო.
"საქართველოს ახალი კანონი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონი, რომელიც ყველა ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას უცხოეთის ინტერესებში მოქმედად თვლის და უცხოურ აგენტად რეგისტრაციას სთხოვს, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელს დაკისრებას ითვალისწინებს, ზრდის შეშფოთებას ბოლო დროს მიღებულ სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით და სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის უარყოფით გავლენაზე", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ "ეს კანონი დიდ გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე და ყველაზე, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერმა ახალმა მოთხოვნამ უნდა გააძლიეროს მათი მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ უნდა დაუწესოს შეზღუდვები".
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ახლად მიღებული კანონი მიზნად ისახავს შეცვალოს გასულ წელს მიღებული "კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", იმ შეშფოთების ფონზე, რომ ის შეაფერხებს გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას. კანონმა, სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა.
ამასთან, ODIHR წერს, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეში კანონმდებლობის გადატანას ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ და განიხილოს უფრო ფართო ეროვნული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს კონტექსტში.
ODIHR მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საჭიროა კანონის ყურადღებით ხელახლა შეფასება.
"ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება დაიცვას შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები, როგორც კანონში, ასევე პრაქტიკაში. მათ ასევე აღიარეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლობისტური საქმიანობის რეგულირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად და კორუფციის თავიდან ასაცილებლად, მან პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს და არ შელახოს პოლიტიკური და საზოგადოების მონაწილეობა", — ნათქვამია გავრცელებულ წერილში.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები