რატომ იყო ლოგიკური დეინერის ტარგარიენის ტირანად გარდაქმნა
მას შემდეგ, რაც შვიდი სეზონის განმავლობაში ვუგულშემატკივრეთ გოგოს, რომელიც "დრაკონების დედა" და "ბორკილთა მსხვრეველი" გახდა, იმის ნახვა, თუ როგორ გადაეშვა დეინერის ტარგარიენი გენოციდურ სიგიჟეში, სამეფო კარის თამაშების ბოლო ეპიზოდების მაყურებელთა უმრავლესობისთვის ერთობ რთული აღმოჩნდა.
ცხადია, რომ რანაირადაც უნდა დამთავრებულიყო მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სერიალი, აუდიტორიის ნაწილი მაინც უკმაყოფილო დარჩებოდა. მაგრამ ხალხის რეაქცია ალბათ ჩვენს ინტერნეტ-კულტურაზე ამბობს მეტს, ვიდრე - შოუს ნაკლზე: ფინალური სერიის ეთერში გასვლიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, დაახლოებით 1,3 მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას იმ მოთხოვნით, რომ HBO-ს უკანასკნელი სეზონი შეეცვალა და მიეცა ხალხისთვის ის, რისი ხილვაც მათ სურდათ.
პოლიტიკური ანალოგიების ნაკადი
ახლა GOT-ის ფანებს იმ დროის სხვა გასართობით შევსება მოუწევთ, რომელსაც არა მხოლოდ სერიალის გმირებზე ათასგვარი თეორიის შეთხზვას, არამედ - სიუჟეტსა და თანამედროვე პოლიტიკას შორის კავშირების დანახვასაც ახმარდნენ. მართლაც, ჯორჯ მარტინის წიგნების სამყაროში ქექვისა და ყველა წვრილმანისთვის მნიშვნელობის მინიჭების პარალელურად, საზოგადოების აქტიური წევრები შიგადაშიგ შოუს თავიანთი პოლიტიკური ნარატივის შესავსებ მეტაფორადაც იყენებდნენ ხოლმე.
შედეგად, იმ სეზონების განმავლობაში, სადაც მომავალი დედოფალი მარტინის მხატვრული სამყაროს მონობისგან გათავისუფლებას ცდილობდა, დეინერისის ნეოკონსერვატორად შერაცხვის ტენდენცია გაჩნდა. მაშინ, როცა მსგავს გამათავისუფლებელ მიზანს ტარგარიენთა მემკვიდრე ლიბერალური პოლიტიკის მომხრეების ფავორიტად უნდა ექცია, უნივერსალური მისიის შესრულების სიძნელეების გათვალისწინებით, ამ პასაჟებმა ბევრს დემოკრატიის გლობალურად გავრცელების ბოლოდროინდელი ძალისხმევები უფრო გაახსენა, ვიდრე - აბრაამ ლინკოლნი.
მაყურებელთა უმეტესობა სრულად ტკბებოდა დენის მესამე სეზონის სიუჟეტური ხაზით, როცა მან უნაკლოთა ჯარის გამოსახნელად ასტაპორის ბოროტი ბატონი დრაკონის ცეცხლზე შეხრუკა და თან ძველი ვალირიულის, ანუ იმ ენის უნაკლო ცოდნა გამოავლინა, რომელზეც მთელი ეპიზოდის განმავლობაში აყენბდნენ შეურაცხყოფას. თუმცა, მაგალითად, Vox-ის რედაქტორებმა ის ამ სცენაში ჯორჯ ბუშს შეადარეს.
და როცა მომდევნო სამ სეზონში დეინერისი იმ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, რომ ქალაქ მირინის მონობისგან გათავისუფლება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და გაცილებით რთული დამყარებული წესრიგის შენარჩუნება იქნებოდა, ამ სიუჟეტურმა ხაზმაც ამერიკის ერაყში შეჭრის ასოციაციები დაბადა.
თავად ის ფაქტიც მრავლის მთქმელია, რომ მხატვრულ სამყაროში წამოჭრილმა ამ პოლიტიკურმა დილემამ საზოგადოებას ის რეალური პრობლემები გაახსენა, რომლის წინაშეც ერაყის ტირანიისგან გამათავისუფლებლები აღმოჩნდნენ, როცა გააცნობიერეს, რომ ყველა ხელგაშლილი არ შეხვდა ჯეფერსონისეული დემოკრატიის იდეას (ქვეყნის მოწყობის მსგავსი იდეის შეთავაზება GOT-ის უკანასკნელ ეპიზოდში ერთ-ერთი სცენის გასახალისებლადაც გამოიყენეს).
დიდების ძიების ამაოება
GOT-ის პოპულარობის უნივერსალურობამ შოუ მსგავსი ტიპის პოლიტიკური კომენტარის გაკეთების ბუნებრივ წყაროდ აქცია. მარტინმა ეს გამოგონილი სამყარო, თავისივე თქმით, მორის დრიუონის რომანთა სერიის, დაწყევლილი მეფეების, შთაგონებით შექმნა. დრიუონის წიგნები მეთოთხმეტე საუკუნის საფრანგეთსა და ინგლისში მიმდინარე დინასტიათაშორის შუღლს აღწერს. მრავალმა ასევე სამართლიანად აღნიშნა, რომ მარტინისეულ პერსონაჟთა სიღრმისეული დახასიათებები და ის ფაქტი, რომ მის წიგნებში ერთმნიშვნელოვნად კეთილი და ბოროტი გმირები არ გვხვდებიან, ყინულისა და ცეცხლის სიმღერას უილიამ შექსპირის ისტორიული პიესებისეულ ხიბლსაც სძენს, - თუ, რა თქმა უნდა, პერიოდულად გამოჩენილ ზომბებსა და დრაკონებს არ ჩავთვლით.
მაგრამ იმ ეპოქაში, როცა მრავალი ადამიანისთვის პოლიტიკა ყოვლისმომცველი გახდა და, ფაქტობრივად, რელიგია ჩაანაცვლა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბევრმა ჩვენგანმა GOT-ის სწორედ პოლიტიკური პრიზმიდან დანახვა არჩია.
GOT-ის ფანებისთვის რაც უნდა სასიამოვნო გასართობი იყოს საძულველი პოლიტიკოსების - შოუს ანტიგმირების, ფავორიტების კი გმირების ფოტოებზე მონიშვნა, მსგავსი პარალელები იმდენადვე ზედაპირულია, რადმენადაც იმის მტკიცება, რომ დეინერისი შთაგონების წყაროდ თანამედროვე ნეოკონსერვატორულ ჟურნალ-გაზეთებს იყენებდა.
მსგავსი შედარებები ზოგჯერ ზედმეტად ღვარძლიანიც იყო. ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ, ფაქტობრივად, ვაიმარის რესპუბლიკის უკანასკნელი წლების მსგავს რეალობაში ვცხოვრობთ, დონალდ ტრამპს ხან კაცობრიობის განადგურების მოსურნე ღამის მეფეს ადარებდნენ, ხან კი - დეინერისის მამას, გიჟ მეფეს, რომელმაც მასობრივი ჟლეტვის მოწყობა წარუმატებლად სცადა.
მაგრამ შექსპირის მსგავსად, რომელმაც იმ პიესაშიც კი ჩართო ბრძოლის ველის სისასტიკის და განწირულობის ამსახველი პასაჟი, რომელიც ყველაზე მეტად და მიზანმიმართულად განადიდებს ომს (ჰენრი V), მარტინის შემთხვევაშიც ეჭვგარეშეა, რომ ეს სამყარო მსგავსი დიდების ძიების ამაოების ჩვენებას ემსახურება.
მნიშვნელოვანი გზავნილი ხელუხლებელი დარჩა
თუმცა, ფინალურ ეპიზოდებში სცენარისტთა გადაწყვეტილება, ტარგარიენების მემკვიდრე თავისი ხასიათის მეგალომანიაკალურ მხარეს დამორჩილებოდა, არანაკლებ მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს.
დეინერისს მხოლოდ იმის არ სჯერა, რომ რკინის ტახტის სამართლიანი მემკვიდრეა და რომ მეტოქე ოჯახების ძლაუფლების მოსურნე წევრები უკანონო უზურპატორები არიან. მის მიერ განვლილი გზა და მაგიური შესაძლებლობები, გამოჩეკოს დრაკონის კვერცხები, გადაურჩეს ცეცხლს და გაუმკლავდეს ნებისმიერ პიროვნულ თუ პოლიტიკურ გამოწვევას, აჯერებს დენის იმაში, რომ ის არა მხოლოდ დაუმარცხებელი, არამედ, ამასთან, გამორჩეულად კარგიცაა. მას შემდეგ კი, რაც მან ვესტეროსის დინასტიური პოლიტიკის "ბორბლის დამტვრევის" საჭირო იდეა რაღაც ნაკლებად არბიტრარულითა და მეტად სასტიკით ჩაანაცვლა, დეინერისის საკუთარი მიზნისადმი რწმენამ მესიანისტური ლაშქრობის მახასიათებლები შეიძინა.
ამის გამოა, რომ სიუჟეტის ის შოკისმომგრველი გადაწყვეტა, სადაც დეინერისი ვესტეროსის დედაქალაქს მიწასთან ასწორებს და, გენოციდურ რისხვას ატანილი, ასიათასობით უდანაშაულო ადამიანს კლავს, სრულიად ლოგიკურია. შესაძლოა, თავისი უახლოესი თანამზრახველების - სერ ჯორა მორმონტის და მისანდეის - დაკარგვისა და იმის გაგების შემდეგ, რომ მისი საყვარელი, ჯონ სნოუ, სინამდვილეში, ტარგარიენია და იმ ქალთან ალერსის სურვილი დიდად აღარ აქვს, რომელიც მამიდამისი აღმოჩნდა, დრაკონების დედოფალი თავს დასუსტებულად გრძნობდა. მაგრამ მისი პრობლემა იმდენად ის არ არის, რომ ლიდერობა მარტოხელათა პროფესიაა, არამედ ის, რომ მისეული ტოტალური ძალაუფლების ძიება ეფუძნება რწმენას, თითქოს მხოლოდ ის ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და ყველა, ვინც შეეწინააღმდეგება, მოსპობის ღირსია.
ტირანად გარდასახვა
დეინერისის ტირანად ტრანსფორმაციის უმთავრესი მიზანი მაყურებელთა ახალ-ახალი მოულოდნელობებით გაოცება ნამდვილად არ ყოფილა; ამ ფერისცვალების მიმანიშნებელი მარცვლები მთელი განვლილი სეზონების განმავლობაში იყო მიმობნეული. როგორც ტირიონ ლანისტერი აღნიშნავს იმ სცენის განმავლობაში, სადაც ის ჯონ სნოუს ტრიუმფატორი დედოფლის მოკვლის აუცილებლობაში არწმუნებს, ისინი - და მათთან ერთად მაყურებელიც - ტაშით ეგებებოდნენ ყველა იმ შემთხვევას, როცა დეინერისი აშკარად ბოროტი ადამიანების უმოწყალოდ გაჟლეტვის ბრძანებებს გასცემდა. სწორედ ამან დაბადა მასში იმის რწმენა, რომ ჭეშმარიტების სახელით ნებისმიერის მოკვლის მორალური უფლება ჰქონდა - მაშინაც კი, როცა ეს მასობრივი ხოცვის ხალხის გათავისუფლების ფორმად მონათვლას გულისხმობდა.
სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს მხოლოდ ადოლფ ჰიტლერის, იოსებ სტალინის, პოლ პოტის ან თუდნაც ნიკოლას მადუროსა და სადამ ჰუსეინის მსგავსი, შედარებით მცირემასშტაბიანი მასობრივი მკვლელების მსგავსი პიროვნებები არ უქმნიან. ეს საფრთხე იმ ნებისმიერი ადამიანისგან ან მიზნისგან მოდის, რომელიც თავს იმდენად ყოვლისშემძლედ თვლის, რომ ჭეშმარიტების სახელით ნებისმიერი სახის დანაშაულის გამართლება შეუძლია.
კომუნისტები, ფაშისტები და თეოკრატები ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ უზენაესი სიკეთისა და სამოთხის მათეული ხედვა იმდენად მიმზიდველია, რომ ის საკუთრების უფლებაზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე მაღლა დგას. საბოლოოდ, ტირანები ყოველთვის ახშობენ მათი ხედვისგან განსხვავებული იდეების მქონე ხმებს. მათთვის, ვისაც GOT-ის დეინერისის მსგავსი მსოფლმხედველობა აქვს, ოპონენტები ყოველთვის კონტრრევოლუციონერები ან ერეტიკოსები არიან, რომლებიც უტოპიისკენ მიმავალ გზას ეღობებიან და ამიტომ შეუბრალებლად უნდა განადგურდნენ.
ამ ყველაფრის მერე შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სერიალის დასკვნითი ნაწილი, მართალია, ნაკლებად გასართობი აღმოჩნდა, მაგრამ ლოგიკურად მაინც განვითარდა. ამასთან, ბრანდონ სტარკის - ვესტეროსში მცხოვრებ საოცარ პერსონაჟებს შორის ყველაზე უინტერესო პიროვნების - მეფედ კურთხევამ და რკინის ტახტის დადნობის სცენამაც გასაგები მიზეზების გამო გამოიწვია უკმაყოფილება. მაგრამ ალბათ ნებისმიერი სხვა დასასრული უარესი იქნებოდა.
ფანების ფავორიტების - დეინერისის ან ჯონის საბოლოო გამარჯვება სამეფო კარის თამაშებს რიგით შოუდ აქცევდა. სწორედ ამგავრი გზის არჩევა იქებოდა GOT-ის მაყურებლების ღალატი.
ისიც ნიშანდობლივია, რომ, საბოლოოდ, სამეფო კარის თამაშები იმდენად 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის პოლიტიკის შესახებ არ იყო, რამდენადაც - მე-20 საუკუნის ტრაგედიებზე. მათ, ვინც კომუნიზმისა თუ რადიკალური ისლამის მსგავს, იმ დისკრედიტებულ მისიებში პოულობენ გამოსავალს, რომელთაც ობიექტური ჭეშმარიტების ქონის პრეტენზია აქვთ, დეინერისის მიერ ჩადენილ გენოციდში უნდა დაინახონ ის საბოლოო შედეგი, სადამდეც მათი რწმენა აუცილებლად მიიყვანთ.
ამავე თემაზე:
ჟიჟეკი: GOT-მა რევოლუციისა და პოლიტიკურად აქტიური ქალების შიშზე ითამაშა
-
ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ? ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ?
-
მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა
გადახედვა
-
როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები კლიმატის ცვლილებას — ბრძოლა გადაშენების წინააღმდეგ როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები კლიმატის ცვლილებას — ბრძოლა გადაშენების წინააღმდეგ
გადახედვა
-
გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
-
ჯენი ჩეპმენი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით ჯენი ჩეპმენი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს
გადახედვა
-
ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა
გადახედვა
-
SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს
გადახედვა
-
თარაშ პაპასკუა: ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თარაშ პაპასკუა: ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს
გადახედვა
-
15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
გადახედვა
-
სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს
გადახედვა
-
გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს
გადახედვა
-
ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
-
დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს
გადახედვა
-
დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში
-
შალვა პაპუაშვილი: EU-მ, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი შალვა პაპუაშვილი: EU-მ, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი წლისთვის — PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო! მოემზადეთ ახალი წლისთვის — PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!




კომენტარები