გიორგი გახარია შეხვედრის სანაცვლოდ რამდენიმე პოლიციელის დასჯას მპირდებოდა — ზვიად რატიანი
პოეტი ზვიად რატიანი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეხვედრის სანაცვლოდ რამდენიმე პოლიციელის დასჯას ჰპირდებოდა. ამის შესახებ ზვიად რატიანმა On.ge-ს განუცხადა.
ის გამოეხმაურა გახარიას განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც მინისტრი რატიანის საქმეზე არაფერს ნანობს. პოეტის თქმით, "ეს რეინკარნირებული ჩეკისტი მხოლოდ სასაცილო იქნებოდა, ამხელა ძალაუფლებას რომ არ ფლობდეს და ასეთი საშიში არ იყოს ქვეყნისთვის".
"ის მთხოვდა შეხვედრას, რათა კამერების წინ ეკეკლუცა, და ამ შეხვედრის სანაცვლოდ მპირდებოდა რამდენიმე პოლიციელის დასჯას (რაოდენობაზე შევთანხმდებითო). მე მივუთითე იქ, სადაც მისი და მისნაირების ადგილია. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, პოლიციაში რამდენიმე მოძალადით მეტი იქნება თუ ნაკლები, როცა მინისტრი თვითონ არის კრიმინალი", — განუცხადა On.ge-ს რატიანმა.
მისი თქმით, საქმეზე დავას სტრანსბურგში გააგრძელებს თავის იურისტებთან ერთად. ზვიდ რატიანის თქმით, პოლიციელები იდენტურ ჩვენებებს იძლევიან და ამტკიცებენ, რომ მან დაზიანება თავად მიიყენა.
"რაც შეეხება გინებას და კადრებს. მტერსაც არ ვუსურვებ, გადაიტანოს ის, რაც მე გადავიტანე, თორემ ვინ როგორ მოიქცევა და ვის რა სიტყვები ამოასხამს, არავინ იცის. აი ასეთი მართლმსაჯულებაა, ასეთი ქვეყანა, და ჩვენი დიდი სირცხვილია, ამ ყველაფერს რომ ვითმენთ და ვეგუებით. პირველ რიგში — ჩემი, რადგან ამდენი რამე ვიცი და მაინც ვპასიურობ" — ამბობს რატიანი.
"არცერთი წუთით იმაზე რაც მოხდა მაშინ არ ვნანობ. იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეები ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველგან, ნასვამები ვართ, ქუჩაში ვართ თუ სადა ვართ და რას ვამბობთ იმაზეც", — ასე შეაფასა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში მწერალ ზვიად რატიანის საქმე. მისი თქმით, პოლიციელს აქვს ლეგიტიმური უფლება ძალა გამოიყენოს. მინისტრის თქმით, ცუდია თუ რატიანს ქვეყნის დატოვება მოუწია, მაგრამ მან დანაშაული ჩაიდინა, რაც სასამართლომაც დაადგინა.
ზვიად რატიანის საქმე
პოეტი ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. საბოლოოდ, სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდა და მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვა.
საზოგადოებრივმა მაუწყებლის თვთრეგულირების მექანიზმის სააპელაციო საბჭომ პირველ მარტს რატიანის ვიდეოს მათ ეთერში გავრცელების საკითხი განიხილა და პერსონალური მონაცემების დარღვევა ვერ დაინახა.
2018 წლის 2 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
რატიანმა ინციდენტის შემდეგ ქვეყანა დატოვა. რატიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები