რეჯინა კინგმა საკუთარ პროექტებში ქალთა 50%-იანი კვოტის გამოყოფის პირობა დადო
წლევანდელი ოქროს გლობუსის ერთ-ერთი ტრიუმფატორი რეჯინა კინგი გახდა. მსახიობმა ჯილდო ფილმში If Beale Street Could Talk შესრულებული როლისთვის მიიღო.
ბევერლი ჰილტონის სცენაზე ასულმა კინგმა კი საკუთარი გამოსვლით კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო და მეტიც, მის სიტყვას მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა.
მას შემდეგ, რაც მსახიობმა ჯილდო აიღო, მადლობა გადაუხადა პროდიუსერებს და მის კოლეგებს, შემდეგ კი მთავარ ნაწილზე გადავიდა და ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხო.
"მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ არის ის, რომ ტრიბუნა გვაქვს და შეგვიძლია ხმა ყველას მივაწვდინოთ. სწორედ ამიტომ, მინდა გამოვიყენო პლატფორმა და გითხრათ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ვდებ ფიცს, რომ ჩემს ყველა პროექტში, რომლის პროდიუსერიც ვიქნები ქალები 50%-ით იქნებიან წარმოდგენილი და ამაში გიწვევთ ყველას, ვისაც ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და არამხოლოდ კინო ინდუსტრიაში, არამედ ყველგან. გიწვევთ ცვლილებებისთვის, დადექით ჩვენთან და იყავით სოლიდარულები", - თქვა სიტყვით გამოსვლისას რეჯინა კინგმა.
პრობლემა, რომელსაც მსახიობი შეეხო, აქტუალურია ყველა სფეროში. კინოში კი თავს ძირითადად კამერის მიღმა მომუშავე გუნდში იჩენს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ თემისადმი მგრძნობელობა ნელ-ნელა იზრდება, კინოკომპანიები მაინც ერიდებიან ქალი რეჟისორებისა თუ პროდიუსერების დაქირავებას.
ასევე, დღემდე პრობლემად რჩება ქალ მთავარ პერსონაჟებზე გადაღებული მხატვრული ფილმი.
Annenberg-ის საგანმანათლებლო ცენტრის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2014 წლის ასი ყველაზე წარმატებული ფილმის პერსონაჟების მხოლოდ 28,1 პროცენტი იყო ქალი.
თუმცა, სავარაუდოდ ეს მიდგომა მალე შეიცვლება, რადგან ბოლო კვლევების მიხედვით, ფილმები, რომლებშიც მთავარი პერსონაჟი ქალია, უფრო შემოსავლიანია.
კვლევაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იზრდება მთავარი ქალი პერსონაჟების რიცხვი კინოში, თუმცა ამ კუთხით გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამისთვის სხვადასხვა საპროდიუსერო თუ კინო კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ Time’s Up კამპანიასთან.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები