გიორგი გიგაშვილი

1 May. 2024, 15:54

TV Imedi

ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა. ის ადამიანები მაკავშირებდნენ ამ ტელევიზიასთან და უკარგეს მოგონებებთან, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ნებისმიერ კოლაბორაციაში ამ არხთან ასოცირება ძალიან დიდ სირცხვილის გრძნობას იწვევს ჩემში.

გუშინდელი მოვლენების გამართლება;
"ოცნების" გამართლება;
ხაბეიშვილის სასტიკად ცემის გამართლება, იმის გამო, რომ ნაცია;
ჩემხელების დასისხლიანება, დამცირება, შეურაცხყოფა და უმოწყალოდ ცემა.
გენდერული ორიენტაციის და წარმომავლობის ნიშნით ახალგაზრდების გამოყოფა, დამცირება, გაშავება, როდესაც ტელევიზიაში ნახევარი "გასაშავებელია", ეს ისეთი სირცხვილი და ბოროტებაა, ამას ვერ გადაფარავთ ვერაფრით;
გულანთებულ და თავისუფლებისთვის მებრძოლ ბავშვებს ჩაცმის სტილის გამო რომ აშავებთ, ბოროტები და საზიზღრები ხართ;
იმ 83 მონის გამართლება და რუსულ სამსახურში ყოფნა რომ გიხარიათ და მოგწონთ; მარტო ის არ კმარა, 7 ნოემბერს რომ შემოგივარდნენ და უდიდეს შიშსა და დამცირებაში გამყოფეს?
თუ მე მახსენებთ იმ წარსულს, დღევანდელი რეალობა როგორ არ გახსენებთ იმ წარსულს, ან უფრო უარესს.
აღარ მუშაობს ნაცების დროის გახსენება. სასაცილო, გულისამრევი და საცოდაობის გამოვლინებაა თქვენი ნებისმიერი სიუჟეტი, გამოშვება და ტელევიზორში გამოჩენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
  2. ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
  3. ქვიზი: რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
  4. კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
  5. ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს

შუადღეა. მონიტორს უყურებ და გრძნობ, როგორ გეფანტება კონცენტრაცია. ყავის მესამე ფინჯანზე ფიქრობ, თუმცა რეალური პრობლემა,…