ავსტრალიამ დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალად აღიარა
ფოტო: Michael Jacobs / Art in All of Us / Corbis / Getty Images
ავსტრალიამ დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სცოტ მორისონმა განაცხადა. თუმცა ავსტრალიის საელჩო ისევ თელ-ავივში დარჩება, სანამ, პრემიერის თქმით, კონფლიქტი არ დარეგულირდება. გარდა ამისა, მორისნმა აღნიშნა, რომ ავსტრალია პალესტინელების აღმოსავლეთ იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების სწრაფვას აღიარებს.
მორისონის თქმით, დასავლეთ იერუსალიმში საელჩოს გადატანამდე იქ სამხედრო და სავაჭრო წარმომადგენლობა შეიქმნება. მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ახლო აღმოსავლეთში ლიბერალური პოლიტიკის მხარდამჭერია.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საფუძველია. ისრაელი ამტკიცებს, რომ "წმინდა ქალაქი მათი განუყოფელი და მუდმივი ნაწილია" მაშინ, როდესაც პალესტინელები ამბობენ, რომ ისრაელს აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომელიც ისრაელს 1967 წლიდან ოკუპირებული აქვს, მათი დედაქალაქია.
ისრაელის სუვერენიტეტი ისრაელზე საერთაშორისო დონეზე აღიარებული არ არის. ისრაელ-პალესტინი სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, იერუსალიმის სტატუსი მშვიდობიანი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე უნდა განიხილონ.
1967 წლის შემდეგ დასავლეთ იერუსალიმში ისრაელმა დასახლებებში შექმნა, სადაც 200 ათასზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. საერთაშორისო დონეზე აღნიშნული დასახლებები უკანონოდ არის მიჩნეული.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი იერუსალიმის აღიარებაზე ჯერ კიდევ ოქტომბერში საუბრობდა. მორისონის წინამორბედი აშშ-ს მსგავსად იერუსალიმში საელჩოს გადატანას გამორიცხავდა.
აშშ-მა თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს გადატანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალაქი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. საელჩო 14 მაისს გაიხსნა, რასაც პალესტინელების პროტესტი მოყვა. აშშ-ის მსგავსად იერუსალიმში საელჩოს გადატანა გადაწყვიტა გვატემალამაც. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარაგვაიმ, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაწყვეტილება გაუქმდა.
აშშ-ის მიერ იერუსალიმის აღიარებამ მუსლიმური ქვეყნები გააღიზიანა. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელშიც 57 მუსლიმური ქვეყანა არის გაერთიანებული, იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად გამოაცხადა.
2017 წლის 21 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ დაგმო, 128 ხმით 9-ის წინააღმდეგ. ხოლო, 35-მა სახელმწიფომ, როგორიცაა კანადა, მექსიკა და ავსტრალია კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. თავი შეიკავა საქართველომაც.
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
კომენტარები