იერუსალიმში აშშ-ის საელჩო დაპირისპირების ფონზე გაიხსნა
იერუსალიმში 14 მაისს აშშ-ის საელჩო გაიხსნა, რაც პალესტინელებმა გააპროტესტეს. ღაზას სექტორში შეტაკებების დროს სულ მცირე 55 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო ორი ათასი დაშავდა.
14 მაისს ისრაელის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაიხსნა აშშ-ის საელჩოც. 15 მაისს კი პალესტინელები ნაკბას (კატასტროფის დღეს) აღნიშნავენ, როდესაც 700 ათას არაბს სახლებისა და სამშობლოს დატოვება მოუწია.
საელჩოს გახსნას არ დასრწებია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თუმცა ღონისძიებას დაესწრნენ პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი, ასევე, მისი მრჩეველი და სიძე, ჯარედ კუშნერი.
ისრაელის ქმედებები დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. თურქეთის პრეზიდნტმა კი ისრაელი პალესტინელების გენოციდში დაადანაშაულა.
კომენტარები