ჯეიმს დინის ცხოვრებაზე გადაღებულ გეი დრამაში მთავარ როლს ბრენდონ ფლინი ითამაშებს
ფოტო: Hulton Archive / Getty Images; Hunter Abrams
ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობ ჯეიმს დინზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ. ჰოლივუდის "ოქროს ხანის" ვარსკვლავის ისტორიას კინოეკრანზე რეჟისორი გაი გვიდო გააცოცხლებს. ფილმში მთავარ როლს ბრენდონ ფლინი ითამაშებს, რომელსაც მაყურებლები პოპულარული სერიალებიდან True Detective და 13 Reasons Why იცნობენ.
გვიდოს ნამუშევარი უილიამ ბასტის 2006 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიულ წიგნს, როგორ გადავურჩი ჯეიმს დინს, ეფუძნება. ბასტი, რომელიც სცენარისტი იყო, მემუარებში თავისი და ჯეიმს დინის რომანტიკულ ურთიერთობაზე ჰყვება. ავტორი იგონებს, როგორ შეხვდა ახალგაზრდა მსახიობს კალიფორნიის უნივერსიტეტში 19 წლის ასაკში, რის შემდეგაც ისინი ჯერ ახლო მეგობრები და ოთახის მეზობლები გახდნენ, მოგვიანებით კი — რომანტიკული პარტნიორებიც. ბასტის მტკიცებით, თავიანთ ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდნენ, რათა იმ პერიოდში ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად ქცეული დინის კარიერა არ დაზიანებულიყო. თუმცა, ავტორი ასევე ჰყვება, რომ მაშინ დინს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ქალებთან, თავად კი ყოველთვის ელოდებოდა, რომ ის და ჯეიმსი მალე ერთად იცხოვრებდნენ. თუმცა, 1955 წელს, სულ რაღაც 24 წლის ასაკში, ჯეიმს დინი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ბიოგრაფიული ფილმის სცენარი, რომლის ავტორიც თავად გვიდოა, ბასტისა და დინის პირველი შეხვედრიდან მსახიობის სიკვდილამდე პერიოდს ასახავს.
"ეს ჩვეულებრივი ბიოგრაფია როდია", — აღნიშნავს გვიდო, რომელიც ბასტს 2011 წელს თავადაც შეხვდა — "ეს ძალიან ფაქიზი, ტრაგიკული ამბავია ორ ახალგაზრდა კაცზე, რომლებიც ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ღიად ცხოვრებას მძიმე საფასური ჰქონდა. ბრენდონ ფლინს აქვს ის ქარიზმაც და დაუცველობის განცდაც, რომელიც ამ როლს სჭირდება. ჯეიმს დინის კომპლექსური პერსონის გასაცოცხლებლად უკეთეს კანდიდატურას ვერც წარმოვიდგენდი.
"ჯეიმს დინის პერსონა ცნობილი უცნობია. ვცდილობთ, გამოვიკვლიოთ მისი ხანმოკლე ცხოვრება, რომელმაც სამად სამი ფილმი, უამრავი ფოტო და ლეგენდებად ქცეული ამბები დაიტია. გვინდა, გავიგოთ, ვინ იყო იგი სინამდვილეში — არა როგორც ხატი, არამედ როგორც ადამიანი".
სცენარით კმაყოფილია თავად ფლინიც, რომელიც რეჟისორს დინის "გაადამიანურების" და სენსაციურობაზე უარის თქმის გამო აქებს.
"ეს ამბავი ასახავს ისტორიულ სინამდვილეს, როგორ აიძულებდნენ ჰოლივუდში ლგბტქ ადამიანებს, პირად ცხოვრებაშიც კი როლი ეთამაშათ", — ამბობს ფლინი.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები