ვინ გადაიხდის ტრამპის ტარიფების საფასურს?
ფოტო: Bloomberg
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული იმპორტის ტარიფები ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებში კვლავ მძაფრი დისკუსიის თემაა. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკული კომპანიების უმეტესობას ტარიფების ხარჯი მომხმარებლებზე გადააქვს, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდას იწვევს და ინფლაციურ წნეხს ზრდის.
ტარიფების თავდაპირველი მიზანი ადგილობრივი წარმოების დაცვა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება იყო. თუმცა, როგორც ჩანს, მათი შედეგები მრავალმხრივია — ეკონომიკური დანახარჯებით დაწყებული, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დაძაბვით დასრულებული.
ბიზნესი უკვე ღიად ამბობს, რომ ტრამპის მიერ დაწესებული იმპორტის გადასახადების ტვირთი საბოლოოდ მომხმარებლებზე გადავა. ეკონომიკური თეორიაც ამას მოწმობს: სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისთვის მიმართული ნებისმიერ სახის საგადასახადო წნეხი ბოლოს მაინც მომხმარებლისკენ მიემართება.
ამასვე ადასტურებს ფედერალური სარეზერვო ბანკების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებიც, რომლებიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კომპანიები ტარიფების ხარჯებს მინიმუმ ნაწილობრივ მაინც გადაიტანენ მომხმარებლებზე.
მაისის გამოკითხვის მიხედვით, ნიუ-იორკში მწარმოებელთა მესამედმა და მომსახურების სექტორის 45%-მა ხარჯები სრულად გადაანაწილა მომხმარებლებზე. ჯერ კიდევ აპრილში ატლანტას ფედის მიერ ჩატარებულმა რეგიონულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიების უმეტესობას იმპორტის ტარიფების ნაწილი მომხმარებელზე უკვე გადაჰქონდა. გარდა ამისა, ფედის რეგულარულ ანგარიშში ასახულია მრავალი შემთხვევა იმისა, თუ როგორ ზრდიან კომპანიები ფასებს იმპორტის ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
როგორც ცნობილია, თებერვლიდან მოყოლებული, ტრამპმა სხვადასხვა სახის იმპორტის გადასახადები დააწესა — მათ შორის 10%-იანი ტარიფი თითქმის ყველა ქვეყნიდან შემოსულ პროდუქტებზე და 25%-იანი ტარიფი უცხოურ ავტომობილებზე. Yale-ის ბიუჯეტირების კვლევის ცენტრის მიხედვით, იმპორტირებულ პროდუქციაზე საშუალოდ 15.6%-იანი ტარიფი მოქმედებს.
საკითხი, თუ ზუსტად ვინ გადაიხდის ამ ტარიფების ფასს, პოლიტიკური დაპირისპირების თემადაც იქცა. აპრილში Amazon-ი თეთრი სახლის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, რადგან ელექტრონული კომერციის გიგანტმა თქვა, რომ ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის ფასებთან ერთად ტარიფების ხარჯიც გამოჩნდებოდა. ანალოგიურად, ტრამპმა გააკრიტიკა Walmart-ი, რადგან მისი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ტარიფები ფასებს გაზრდიდა — პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ კომპანიას თავად გადაეხადა ტარიფების ხარჯი.
რადგან გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტარიფების მინიმუმ გარკვეული ნაწილი მაინც მომხმარებელზე გადავა, ზოგიერთი კომპანია ამ ინფორმაციას საჯაროდაც აზიარებს. სხვადასხვა სფეროში მოქმედი კომპანიების ნაწილი მომხმარებლებს ფასების ზრდის შესახებ პირდაპირ წერენ და მიზეზად ტარიფებს ასახელებენ.
მაგალითად, ფრანგული კოსმეტიკური პროდუქტების იმპორტიორი კომპანია Typology-მ მომხმარებლებს წერილობით შეატყობინა, რომ ტარიფების დიდ ნაწილს თავად დაფარავდა, თუმცა ფასების 0,5%-დან 4,5%-მდე გაზრდა მაინც მოუწევდა. საბავშვო აუდიომოწყობილობების მწარმოებელმა Tonies-მა განაცხადა, რომ მისი ზოგიერთი პროდუქტის ფასი 14.99 დოლარიდან 19.99 დოლარამდე გაიზრდებოდა. სამოგზაურო აქსესუარების იმპორტიორმა კომპანიამ — BÉIS-მა კი გაავრცელა საკუთარი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი შეტყობინება, რომცელშიც აღნიშნულია, რომ არაპორგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის გამო იძულებულნი არიან ფასები გაზარდონ.
მაისის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ინდექსი აპრილთან შედარებით 0.1%-ით, ხოლო წლიურად 2.4%-ით გაიზარდა. ფედის მხრიდან დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2%-ია. მისივე პროგნოზით წელს აშშ-ში ინფლაციის დონე 3%-ის ფარგლებში იქნება.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
კომენტარები