რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა — ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვალების განულებაზე
რასა იუკნევიჩიენე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს დამკვირვებელი იყო. იუკნევიჩიენეს არჩევნების შემდგომ და საქართველოში მეორე ტურამდე არსებულ ვითარებაზე ამერიკის ხმის ჟურნალისტი ანა კალანდაძე ესაუბრა.
ქალბატონო პრეზიდენტო, რა იყო თქვენი მთავარი შთაბეჭდილება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ და როგორ ხედავთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას მეორე ტურის წინ?
უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს დავესწარი. საქართველო პირადად ჩემი, ლიტვისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიისა და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ლიდერია და ბალკანეთის იმ სახელმწიფოების გვერდით დგას, რომელთაც მსგავსი მიზნები აქვთ.
მეორეს მხრივ, წუხილის ბევრი მიზეზიც გვაქვს. არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის. ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრეს-კონფერენციისას ვისაუბრე. ეს საქართველოს მომავლისათვის სასარგებლო არაა.
დარწმუნებული ვარ, [მომხდარი] საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ვხედავ ნიშნებს, რომელიც მაწუხებს.
რა საფრთხეები აქვს და რას მიანიშნებს ამომრჩევლის მომძლავრებული პოლარიზაცია და "კომპრომისის კულტურის ნაკლებობა" ქვეყანაში - თქვენ სწორედ ეს ტერმინები გამოიყენეთ საქართველოში ყოფნისას?
ყოფილი საბჭოეთის ბევრ ქვეყანას მსგავსი გამოწვევები აქვს. საქართველოში ჩასვლამდე მოლდოვაში ვიმოგზაურე. საქართველო მოლდოვაზე ბევრად უკეთ გამოიყურება, მაგრამ ოლიგარქიული სისტემა და ოპოზიციასთან ძალაუფლების არგაყოფა საბჭოური რეჟიმის დამახასიათებელი ნიშანია. დასავლეთ ბალკანეთშიც კი მსგავსი სურათია. ყველა ამ ქვეყანაში კრემლი სარგებლობს შექმნილი ვითარებით. [მას აწყობს, როცა] საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, მეტ-ნაკლებად, ოლიგარქები აკონტროლებენ. ჩემთვის ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია დემოკრატიის ძალიან შეუფერებელ გაგებაზე მიანიშნებს.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვალების განულების ინიციატივით გამოვიდა. ადგილობრივი და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ წინადადებას ამომრჩევლის "მოქრთამვის" საშუალებად აფასებენ. თქვენი შეფასება როგორია?
გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია.
არასამთავრობო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმები გახშირდა. ფიქრობთ, თუ არა, რომ ეს ქვეყნის იმიჯს ვნებს?
ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ ეს რაღაც ახალი იყო, რომ მთავრობის წარმომადგენლები დემოკრატიის ამ საფუძველს, არასამთავრობო სექტორს, სასტიკად ესხმოდნენ თავს. მე გავიგე ისე, თითქოს მთავრობას სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მას ემსახურებოდნენ. ეს მიუღებელია.
ვარდების რევოლუციის მეთხუთმეტე წლისთავზე, რას იტყვით, რა შედეგი აქვს ქვეყანას?
ვფიქრობ, საქართველო სწორ გზას ადგას. ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ მან დემოკრატიაში იცხოვროს. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი, არა ხვალვე, მაგრამ აუცილებლად გახდება. წინა, დღევანდელი ხელისუფლება ამაზე ზრუნავდა. თუმცა დღეს პოლიტიკოსებს ვთხოვ და ვურჩევ, შეთანხმდნენ საკვანძო საკითხებზე. პოლიტიკა პოლიტიკოსებს სხვადასხვაგვარად ესმით, მაგრამ სასარგებლო იქნებოდა, თუ თუ ისინი მოახერხებდნენ ქვეყნის მომავლის, ან მისი განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შემუშავებას.
გულწრფელად და გულღიად გეტყვით და იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ არ გამიგონია, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი მოწინავე პოლიტიკისოსაგან ერთი სიტყვაც კი მაგალითად ნატოს წევრობაზე, ევროკავშირის წევრობაზე. ვიცით, რომ აქტიურობის, ძლიერი განცხადებებისა და ნების გარეშე შეუძლებელია ალიანსებში გაწევრიანება. ამავე დროს, აქტიურობის გარეშე განცხადებები მხოლოდ დეკლარაციებად დარჩება.
მთავრობა ამ მიმართულებით ენერგიული და აქტიური უნდა იყოს. დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლება ქვეყნისათვის შესაფერის ამოცანებს სახავდნენ, მაგრამ ახალი გამოწვევები ახლებური პოლიტიკისა და რეფორმების საჭიროებას აჩენს. საქართველოს ვუგზავნი მოკითხვას, ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს მომავალი წარმატებების გზაზე.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები