სუს: აღვკვეთეთ ტერორისტული აქტი, რომელშიც პატრულის მოქმედი თანამშრომელი მონაწილეობდა
ფოტო: სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.
ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ.
გამოძიების მიხედვით, აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქების მცდელობა:
"ამ მიზნის განსახორციელებლად, 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.
სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200 გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. უემკაზე მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. ვეზედეს მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში".
სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პირები სწორედ ამ დროს დააკავეს.
სუს-ის თქმით, სამძებრო სამუშაოების დროს ამოიღეს დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა:
"ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუქა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ".
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 18 - 323 მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, 3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 25-3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 236 მუხლის მე-2 ნაწილით, 332-ე მუხლით, 376-ე მუხლით.
-
რადიოსადგურმა, რომელმაც შეცდომით ჩარლზ III-ის გარდაცვალება გამოაცხადა, ბოდიში მოიხადა რადიოსადგურმა, რომელმაც შეცდომით ჩარლზ III-ის გარდაცვალება გამოაცხადა, ბოდიში მოიხადა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მოიგე საგზური პარიზში შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მოიგე საგზური პარიზში
-
კანის კინოფესტივალი დასასრულს უახლოვდება — ნახეთ წითელი ხალიჩის გამორჩეული ლუქები კანის კინოფესტივალი დასასრულს უახლოვდება — ნახეთ წითელი ხალიჩის გამორჩეული ლუქები
გადახედვა
-
თურქი მსახიობი სერენაი სარიქაია ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის ფარგლებში დააკავეს თურქი მსახიობი სერენაი სარიქაია ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის ფარგლებში დააკავეს
გადახედვა
-
ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის EU-ის "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის EU-ის "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
გადახედვა
-
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
-
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო — იშოპინგეთ Extra-ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულები PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო — იშოპინგეთ Extra-ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულები
-
რა ტიპის სახდელები ემუქრება პირს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის? — ალექსანდრე დარახველიძის განმარტება რა ტიპის სახდელები ემუქრება პირს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის? — ალექსანდრე დარახველიძის განმარტება
გადახედვა
-
განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა
გადახედვა
-
სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1 სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1
-
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან
-
მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ვალუტა ქვეყნით კროსვორდი: გამოიცანი ვალუტა ქვეყნით
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება
გადახედვა
-
უკრაინამ და EU-მა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი უკრაინამ და EU-მა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან 13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან
გადახედვა
-
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად — I კვარტლის შეჯამება საქართველოს ბანკის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად — I კვარტლის შეჯამება
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას
გადახედვა
-
ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
გადახედვა
კომენტარები