საქართველოს ბანკის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად — I კვარტლის შეჯამება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მიმართულებით ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.
2026 წელს ბანკის მიზანია, სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სწორი ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში, რაც გრძელვადიან პერიოდში, მათ ეკონომიკურ სტაბილურობასა და სიძლიერეს განაპირობებს.
გაეცანით ინფორმაციას საქართველოს ბანკის მიერ 2026 წლის I კვარტალში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ:
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსები
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა ლევან ფავლენიშვილის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგები სამი ჯგუფისთვის — სტუდენტების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, სადაც ჯამში 200-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები განიხილავდნენ ფინანსური განათლების მნიშვნელოვან და პრაქტიკულ თემებს, მათ შორის: ბიუჯეტირებას, ხარჯვის ემოციურ ფაქტორებს, ხარჯების მართვას, ანაბარს, ინვესტირებასა და სხვ.
ფინანსური განათლების კურსები ადგილობრივ უნივერსიტეტებში
ამასთან, საქართველოს ბანკმა ფინანსური განათლების მიმართულებით დაიწყო თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან. ინიციატივა მიზნად ისახავს, ფინანსური განათლების კურსის დანერგვას.
პროექტის ფარგლებში კურსის ფორმატი, ხანგრძლივობა და შინაარსი ინდივიდუალურად განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ. კურსის მიმდინარეობა მოიცავს მრავალფეროვან სწავლების ფორმებს, როგორებიცაა: ლექციები, დისკუსიები, ქეისების ანალიზი, პროექტებზე მუშაობა და ელექტრონული სწავლება. კურსის ფორმატი დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, დამოუკიდებელი აზროვნების წახალისებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.
საგანმანათლებლო მასალები sCoolApp-ში
მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში კი განთავსდა სახალისო, მოსწავლეებზე მორგებული საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც OECD-ს რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სურვილებისა და საჭიროებების გარჩევა, დაზოგვის მიზნების დასახვა, ფასების შედარება, მცირე ხარჯების გავლენა ბიუჯეტზე, ფინანსური გადაწყვეტილებების მნიშვნელობა და ა.შ.
ამასთან, შეიქმნა ინტერაქციული თამაში Trivia-სთვის ფინანსური განათლების კრებული 2 ასაკობრივი კატეგორიისთვის. პირველ კვარტალში თამაშში 78 000-მდე უნიკალური მოთამაშე ჩაერთო.
პარტნიორობები
საქართველოს ბანკი აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან და მხარს უჭერს ფინანსური განათლების ინიციატივებს. მათ შორის, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით ხორციელდება პროექტი — გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი, რომელშიც საქართველოს ბანკის ფილიალების თანამშრომლები მონაწილეობენ.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლას ესტუმრნენ და V–XII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების საკითხებზე სახალისო და ინტერაქციულ გაკვეთილები ჩაატარეს.
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
კომენტარები