მიხეილ სააკაშვილი

21 May. 2026, 11:57

"ჩემს დროს დანიას ჰყავდა ორი პრემიერ მინისტრი და ორივე ჩემი ახლო მეგობარი იყო.

ისინი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ლობისტები იყვნენ ევროპაში. რამდენჯერმე ვიყავი იქ ჩასული ვიზიტით. ერთხელ ჩასვლისას ანდრეს ფოგ რასმუსენმა ველოსიპედი მაჩუქა და შემდეგ რომ შეიტყო რომ ერთი წლის შემდეგ ის გამიფუჭდა, ახალი გამომიგზავნა.

დანია არის თითქმის იდეალური ქვეყანა და გუშინ ამ ზღაპრულ ქვეყანას გამოუჩნდა ახალი მრისხანე კრიტიკოსი — ივანიშვილის გაჩეჩილი თოჯინა. მგონი დამთავრებულია დანიის სამეფოს საქმე და აყვავებულია საქართველო."

დაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პროპალესტინელი აქტივისტები კომპანია Maersk-ის მიერ ისრაელისთვის, შესაძლო, სამხედრო ტვირთების მიწოდებას აპროტესტებდნენ. 13 მაისს პროპალესტინელმა აქტივისტებმა კომპანიის სათავო ოფისის ბლოკირება მოახდინეს, რის შემდეგაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლისას გაწვრთნილი ძაღლები და ხელკეტები გამოიყენა. აქციაზე 20-მდე აქტივისტი დააკავეს.

ამ ფაქტს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, რომელმაც მოქალაქეების მიმართ მსგავსი მოპყრობა გააკრიტიკა, შემდეგ კი ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს ამ საკითხზე წერილი მისწერა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს

მაკო არაბული სოციალურ ქსელში წერს, რომ 11 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობდა, მათ შორის 7 წელი სახალხო…