ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
დიპლომატებმა და ევროპარლამენტარებმა სამშაბათს გვიან ღამით მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირსა და აშშ-ს შორის არსებული სადავო ხელშეკრულების იმპლემენტაციის თაობაზე, რომელიც აუქმებს გადასახადს ევროპაში იმპორტირებული ამერიკული სამრეწველო საქონლის უმეტესობაზე.
მოლაპარაკებები დასრულებას წინ უძღოდა ორი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებით შესახებ, თუ ისინი 4 ივლისამდე არ აამოქმედებდნენ შეთანხმებას, რომელსაც გასულ ზაფხულს ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შოტლანდიის ქალაქ ტერნბერიში მიაღწიეს.
დროებითი შეთანხმება მიღწეულია ორ რეგულაციაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირი-აშშ-ის 2025 წლის 21 აგვისტოს ერთობლივი განცხადების სატარიფო ასპექტების იმპლემენტაციას.
ე.წ. "ტერნბერის შეთანხმების" მიხედვით, რომელსაც ევროპარლამენტარები დისბალანსის გამო აკრიტიკებენ, ევროკავშირის საქონელზე აშშ ტარიფებს 15%-მდე ზრდის.
ევროპარლამენტარებს ეს გარიგება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაყინული ჰქონდათ მიმდინარე წლის დასაწყისში გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის მუქარის გამო. მათ შეთანხმების მოქმედება ასევე შეაჩერეს მას შემდეგ, რაც აშშ-მ ახალი ტარიფები შემოიღო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ, რომელმაც უკანონოდ გამოაცხადა თეთრი სახლის მიერ დაწესებული ტარიფები ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ.
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტები, მათი ტექნიკურ დონეზე დამუშავების შემდეგ, ევროპარლამენტმა და საბჭომ უნდა დაამტკიცონ.
შეთანხმება ასევე შეიცავს დამცავ მექანიზმს, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს, აშშ-დან იმპორტის შესაძლო მნიშვნელოვან ზრდაზე რეაგირება მოახდინოს თუ ეს ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მწარმოებლებს ან იმ შემთხვევაში, თუ აშშ არ შეასრულებს ერთობლივი განცხადების პირობებს ან დისკრიმინაციულად იმოქმედებს ევროპული ოპერატორების წინააღმდეგ.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები