კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი აღმოჩენები ხშირად ერთი ადამიანის სახელს უკავშირდება, თუმცა ზოგი თანამედროვეებმა არ დააფასეს, ზოგიც კი უსამართლოდაა მივიწყებული. ამ ქვიზში თითოეულ მეცნიერზე გაიგებ მნიშვნელოვან აღმოჩენას, თეორიას ან ბიოგრაფიულ დეტალს, შენ კი უნდა გამოიცნო, ვისზე ვსაუბრობთ:

ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით

ტესტის დაწყება

1 / 10 ძვ.წ. III საუკუნეში ამ მეცნიერმა ალექსანდრიასა და სიენაში ჩრდილების კუთხე გაზომა და დედამიწის გარშემოწერილობა გამოთვალა, რომელიც თანამედროვე ზუსტი გაზომვებიდან დაახლოებით 1-2%-ით განსხვავდებოდა

2 / 10 ამ მეცნიერმა 1846 წელს ნეპტუნის არსებობა და მდებარეობა ტელესკოპის გარეშე, მხოლოდ ურანის ორბიტაში აუხსნელი გადახრების მათემატიკური ანალიზით გამოთვალა

3 / 10 ამ მეცნიერმა 1912 წელს აღმოაჩინა, რომ ცეფეიდა ვარსკვლავების პულსაციის პერიოდი პირდაპირ კავშირშია მათ სიკაშკაშესთან — რაც მოგვიანებით სამყაროში მანძილების გაზომვის მთავარ მეთოდად იქცა

4 / 10 ამ მეცნიერმა 1944 წელს აღმოაჩინა, რომ სიმინდის ქრომოსომებში გენები ადგილს იცვლის — რასაც "მხტუნავ გენებს" უწოდებენ. კოლეგებმა თავდაპირველად არ დაუჯერეს, ნობელი 81 წლის ასაკში მიიღო

5 / 10 ამ მეცნიერმა 1921 წელს პირველად შეძლო ინსულინის გამოყოფა და დიაბეტით დაავადებულ ძაღლებზე გამოცდა — რამაც პირველად შესაძლებელი გახადა ინიექციებით დიაბეტის მკურნალობა

6 / 10 ამ მეცნიერმა პირველმა დაადასტურა, რომ ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის, გარეთ სხვა გალაქტიკებიც არსებობს. მანამდე ასტრონომები კამათობდნენ, იყო თუ არა ეს "ნისლეულები" უბრალოდ ჩვენი გალაქტიკის ნაწილი

7 / 10 ეს ფიზიკოსი მეორე მსოფლიო ომის დროს მართავდა სამეცნიერო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კაცობრიობის ისტორიაში პირველი ბირთვული იარაღი შექმნეს

8 / 10 ამ ასტრონომმა 1967 წელს, ჯერ კიდევ დოქტორანტურის სტუდენტმა, პულსარი (სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი) აღმოაჩინა, თუმცა 1974 წელს ნობელი მის ხელმძღვანელსა და კიდევ ერთ ასტრონომს მიენიჭა, მას კი არა

9 / 10 ამ მეცნიერმა XIX საუკუნეში პაციენტის მშობიარობამდე ექიმებს ხელის დაბანა ურჩია და ამით სამშობიარო სიკვდილიანობა 10-ჯერ შეამცირა. კოლეგებმა შეურაცხადად მიიჩნიეს

10 / 10 ამ მათემატიკოსმა XVII საუკუნეში შეიმუშავა კალკულუსი — მათემატიკის დარგი, რომელიც ცვლილებებისა და დაგროვების გამოთვლის საშუალებას იძლევა. იმავე დროს ლაიბნიციც დამოუკიდებლად მუშაობდა იმავე იდეაზე

იტვირთება...
ერთი წუთით...