ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
ფოტო: The Independent
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ შეცვალა და ნეიმარი შემადგენლობაში დაამატა. "ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე იქნება," — დაამშვიდა გულშემატკივრები ანჩელოტიმ, — "ბოლო პერიოდში ის ძალიან კარგ ფორმაშია".
ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა მძიმე ტრავმის გამო ეროვნულ გუნდში უკვე სამი წელია, არ უთამაშია. ის საუკეთესო თავდამსხმელთა სამეულ MSN-ში (მესი, სუარესი და ნეიმარი) შედიოდა, თუმცა ინდივიდუალურად Ballon d'Or არასდროს მოუგია. კრიტიკოსების შეფასებით, ნეიმარის ტალანტი უდავოა, თუმცა ფეხბურთელმა საკუთარი კარიერა ფულის გამო დაანგრია, როდესაც ჯერ PSG-ში, შემდეგ კი საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში გადავიდა სათამაშოდ.
ფოტო: FC Barcelona
მოედანს გარეთ არსებული მუდმივი სკანდალების გამო, ნეიმარი გულშემატკივრებს მხოლოდ თავისი გიჟური ფინტებით, ლეგენდარული "რემონტადათი" და ულამაზესი გოლებით არ ემახსოვრებათ — მის კარიერას მძიმე ტრავმებისა და უიღბლობის კვალი ყოველთვის გაჰყვება, მათ შორის იმ ტრავმის, რომლის გამოც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან ცნობილი მატჩი, რომელშიც ბრაზილიამ 1:7 წააგო, გამოტოვა.
ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი უკვე 24 წელია არ მოუგია, რაც მათ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი უტიტულო სერიაა. ათწლეულების შემდეგ ნეიმარსაც და მთელ ბრაზილიასაც სახელის აღდგენა და დიდება ნამდვილად სჭირდებათ.
ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა რიო-დე-ჟანეიროში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საბოლოო განაცხადში ნეიმარის შეყვანა აღნიშნეს.
ფოტო: AP Photo/Bruna Prado
ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარის დაბრუნებას დიდი ოვაციები მოჰყვა. ზრდასრული კაცები სიხარულისგან ცხარე ცრემლით ტიროდნენ, ქუჩებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, ხოლო სკოლის მოსწავლეებიც კი — რომლებიც მაშინ დაბადებულებიც არ იყვნენ, როცა ნეიმარი ბარსელონაში ბრწყინავდა — მის სახელს ოვაციებით სკანდირებდნენ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები