ჯარისკაცის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს, თანასოფლელს - 1995 წელს დაბადებულ ჯარისკაცს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა.

სამართალდამცველების ცნობით, ნივთმტკიცებად იარაღი ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.